ჯეისონ მერსიერი $25.000 Hard Rock ჰაი როლერს იგებს

ჯეისონ მერსიერის $18.000.000 დოლარიან კარიერას კიდევ ერთი დიდი გამარჯვება დაემატა. ამჯერად ამერიკელმა პროფესიონალმა Seminole Hard Rock Poker Showdown-ის $25.000 დოლარიანი ჰაი როლერი მოიგო, $794.600 დოლარით პირველი ადგილისთვის. Hard Rock-ის $25.000 დოლარიან ივენთზე ეს მისი მეორე გამარჯვებაა - პირველი 2015 წლით თარიღდება, როდესაც მან $517.187 დოლარი მოიგო. 

"ტურნირზე ერთ-ერთი ყველაზე რთული ლაინაფი იყო წარმოდგენილი, - თქვა მერსიერმა, - ფინალურ მაგიდაზე, პრაქტიკულად, 8 პროფესიონალი მოთამაშე იჯდა." მართლაც, თუ 8 ფინალისტს გადავხედავთ, მათ შორის უცნობ სახელს ვერ აღმოვაჩენთ:

პოზიციამოთამაშეანაზღაურება
1ჯეისონ მერსიერი$794.600
2ჯასტინ ბონომო$556.800
3ლონი ჰარვუდი$348.000
4ანტონი სპინელა$240.700
5ოლივიე ბუსკე$153.000
6სემ სოვერელი$113.100
7ბრინ კენი$92.800
8არი ენგელი$78.300

ტურნირზე 29 მოთამაშე დარეგისტრირდა. საპრიზო ფონდმა გარანტირებულ $1 მილიონს მნიშვნელოვნად გადააჭარბა - $2.855.000 დოლარი ტურნირის მონაწილეთა თითქმის ნახევარმა გაინაწილა. წარუმატებელ მოთამაშეთა შორის, რომლებიც უფულოდ დარჩნენ ჩარლი კარელი, დიტრიჰ ფასტი, პოლ ვოლპი და სტივენ ჩედვიკი მოხვდნენ. მართალია, ერიკ საიდელი, შონ ვინთერი და ჯონათან ლითლი ფულში შევიდნენ, მაგრამ ფინალურ მაგიდაზე მოხვედრა ვერ მოახერხეს. 

ტურნირის ყველაზე დიდი დარიგების დროს ლონი ჰარვუდმა KJ-ით ოლინი გააკეთა, რაზეც მერსიერმა TT-ით, ხოლო ჯასტინ ბონომომ QQ-ით უპასუხეს. ფლოპმა სიტუაცია ვერ შეცვალა - ბონომო კვლავ ლიდერი იყო. თერნზე K დაიდო, რამაც უპირატესობა ჰარვუდს მისცა, მაგრამ რივერზე დადებული T-ით მერსიერი ტურნირის აშკარა ფავორიტად იქცა. ჯასტინ ბონომოს ფინალური ჰედს-აპისთვის მხოლოდ 25 ბიგ ბლაინდი რჩებოდა. მან მთლიანი სტეკი A2-ის იმედად შეიტანა მაგიდაზე, რაზეც მერსიერმა AQ-ით მომენტალურად უპასუხა და ტურნირის მსვლელობა ფლეშით დაასრულა. 

რუმები

ქართული უცხოური