ინგლისის პრემიერ ლიგის პროგნოზი

GeoPoker ახალ რუბრიკას გთავაზობთ, რომელიც ფეხბურთის სხვადასხვა ჩემპიონატის მიმოხილვას დაეთმობა. რუბრიკის მიზანი რამდენიმე ბუკმეკერული გამოცემის ანალიზის შეჯამება და კონკრეტული მატჩების მოსალოდნელი შედეგის პროგნოზირება იქნება. ამ შემთხვევაში ინგლისის პრემიერ ლიგის რამდენიმე მატჩის სავარაუდო განვითარებაზე ვისაუბროთ, სადაც დაპირისპირებული გუნდების ბოლო პერიოდის მდგომარეობაზე, მოთამაშეების მზადყოფნასა და მწვრთნელების ვარაუდებზე გავამახვილებთ ყურადღებას.

სუონსი - ტოტენჰემი

უკანასკნელი 6 მატჩის განმავლობაში ტოტენჰემს 5 მოგება და მხოლოდ ერთი მარცხი დაუგროვდა, რაც გუნდს მატჩის აშკარა ფავორიტად აქცევს. მეორეს მხრივ, უნდა ითქვას, რომ სუონსის არსენალში, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ - ტოტენჰემის ყოფილი ნახვერმცველის, გილფი სიგურსონის არსენალში საკმაო საფეხბურთო ხრიკებია დაგროვილი იმისთვის, რომ ტოტენჰემის მე-6 მოგებას საფრთხე დაემუქროს. მიუხედავად ამისა, ტოტენჰემი მატჩის ფავორიტად რჩება. 

საუთჰემპტონი - კრისტალ პალასი

ბორნმუთთან ნათამაშები ფრის შემდეგ, საუთჰემპტონმა პრემიერ ლიგის შუა პოზიციებზე გადაინაცვლა, რაც უამრავი გულშემატკივრისთვის გულდასაწყვეტი ფაქტი შეიძლება აღმოჩნდეს. მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც გუნდის ისტორიაში გაცილებით მძიმე პერიოდი ახსოვთ. ასეთებისთვის გუნდის დღევანდელ მდგომარეობას, სახარბიელო ნამდვილად არა, მაგრამ მეტ-ნაკლებად მისაღები მაინც შეიძლება დაერქვას. კრისტალ პალასი კი, სავარაუდოდ, უკანასკნელი 4 მატჩის მოგების შემდეგ, შეხვედრაში მინიმუმ 1 ქულის მოგებას მაინც მოახერხებს. გუნდი განსაკუთრებით გასათვალისწინებელი მეტოქე მას შემდეგ გახდა, რაც კრისტიან ბენტეკემ ძველი ფორმა დაიბრუნა. 

ჰალი - მიდლსბრო

ჰალის მფლობელები და გულშემატკივრები მარკო სილვასთან ვალში არიან. ჰალმა რამდენიმე მძიმე შეხვედრა ჩაატარა და პრემიერ ლიგაში პოზიციების შენარჩუნების შანსი მიიღო. იმისთვის, რომ კვლავ ლიგაში დარჩეს, გუნდს აშკარა მოგება სჭირდება, განსაკუთრებით მიდლსბროსთან, რომელიც მის შემდეგ 19-ე პოზიციას იკავებს. თუ ჰალმა მოგება შეძლო, ის ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება პრემიერ ლიგაში თამაშის გაგრძელების შესაძლებლობას. 

ლივერპული - ბორნმუთი

ბორნმუთის გულშემატკივრებს გამარჯვებისა და სიხარულის საკმაოდ რეალური შესაძლებლობა ეძლევათ. მიუხედავად იმისა, რომ ლივერპული მეორე ადგილისთვის იბრძვის და მოწინავე პოზიციებს ტოტენჰემს ეცილება, მატჩის ფავორიტად ბორნმუთი შეიძლება მივიჩნიოთ, რომელმაც ლივერპულის გულშემატკივრები 4-3 ანგარიშით ნამდვილად გააოცა. განსაკუთრებული მოვლენა კი ის იყო, რომ ბორნმუთმა გამარჯვება მატჩის მიწურულს შეძლო. კიდევ ერთი უპირატესობა, რაც ბორნმუთს შეხვედრის ლიდერად აქცევს, რაიან ფრეიზერის არაჩვეულებრივ ფორმაში ყოფნაა. სავარაუდოდ, გუნდის გულშემატკივრებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული დღე ელოდებათ. 

ჩელსი - მანჩესტერ სითი

სულ რამდენიმე დღის წინ პრემიერლიგის ლიდერები, რომლებიც აქამდე მოწინავე პოზიციით ტკბებოდნენ, კრისტალ პალასმა კვლავ მიწაზე დააბრუნა. შეიძლება ითქვას, რომ პეპ გვარდიოლას გუნდს სტემფორდ ბრიჯზე დროულად მიაქვს შეტევა. მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერ სითის შანსები საგრძნობლად გაზრდილია, ანტონიო კონტე გულშემატკივარს პირდება, რომ ჩელსის გასულ მატჩებში დაშვებული შეცდომები მინიმუმამდეა დაყვანილი. 

რუმები

ქართული უცხოური