სტივ ო'დუაიერმა მაკაუს High Roller მოიგო

ადამიანი მანგოთი კიდევ ერთ დიდ ტურნირს იგებს. ამჯერად ო'დუაიერის ნადავლი მაკაუში ჩატარებული PokerStars Championship გახდა, რომლის პირველი ადგილისთვისაც ირლანდიელმა მოთამაშემ HK$8.974.000, ანუ დაახლოებით $1.154.950 დოლარი მოიგო. ტურნირზე 88 მონაწილე დარეგისტრირდა. ო'დუაიერმა ივენთის მეორე დღეს ჩიპლიდი მოიპოვა და მესამე დღის ფინალურ დარიგებამდე არ დაუკარგავს. 

რაც შეეხება 'სასწაულმოქმედ' მანგოს - სტივ ო'დუაიერს მანგო იუან ლიმ აჩუქა. მისი თქმით, ტროპიკულ ხილს განსაკუთრებული იღბალი ახლდა თან. რთული სათქმელია, რამდენად სჯერა ო'დუაიერს ცრურწმენების, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველთვის, როდესაც ირლანდიელი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და დახმარებისთვის თავის 'ჯადოსნურ' მანგოს მიმართავდა, იღბალი მართლაც მის მხარეს აღმოჩნდებოდა. 

ერთადერთი მომენტი, როცა ო'დუაიერმა ჩიპლიდი დაკარგა, ფინალური მაგიდის სასტარტო ეტაპი იყო. 8 ფინალისტმა სიანგ ლინის ჩიპლიდის პირობებში დაიწყო თამაში. ამ მომენტისთვის მომავალი ჩემპიონი მე-4 პოზიციაზე იმყოფებოდა. ჯეიმს ჩენისა და სიანგ ლინის თამაშიდან გაგდების შემდეგ, ო'დუაიერმა კვლავ დაიბრუნა ლიდერის პოზიცია. გადამწყვეტი ჰედს-აპი სტივ ო'დუაიერსა და გერმანელ ფედორ ჰოლცს შორის გაიმართა. რა თქმა უნდა, სიტუაცია არცერთი მათგანისთვის არ იყო უცხო. თამაშის ნაცვლად, ძვირადღირებული ტურნირების გრაინდერებმა მოლაპარაკება გამართეს, რასაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. გარკვეულ თანხაზე შეთანხმების შემდეგ, მოთამაშეებმა HK$300.000 სათამაშოდ დაიტოვეს, რომლის ბედიც სწრაფი ოლინით გადაწყდა: ო'დუაიერს JT, ხოლო ჰოლცს 66 ეჭირა. 3AT73 ბორმა გამარჯვება ირლანდიელს მიანიჭა. საბოლოოდ, სტივ ო'დუაერმა $1.154.950, ხოლო ფედორ ჰოლცმა - $802.571 დოლარი მიიღეს. 

 

რუმები

ქართული უცხოური