ბილ პერკინსის და ჯეიმი სტეპლსის ახალი სანაძლეო
ბიზნესმენმა და პოკერის მოყვარულმა მოთამაშემ, ბილ პერკინსმა სახელი თავისი უცნაური სანაძლეოებით გაითქვა. მან ჯერ დენ ბილზერიანის წინააღმდეგ ითამაშა, როდესაც ბილზერიანს ლას ვეგასიდან ლოს ანჯელესამდე მანძილი ველოსიპედით უნდა დაეფარა, შემდეგ კი ანტონიო ესფანდიარისთან სცადა ბედი. მაშინდელი შეთანხმების მიხედვით, ესფანდიარის 24 საათის განმავლობაში ე.წ. 'ლანჯებით' ანუ ჩაჯდომებით უნდა ევლო, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დამარცხებულად გამოცხადდებოდა. სანაძლეოს სკანდალიც კი მოჰყვა: ესფანდიარი იმდენად დაღლილი აღმოჩნდა ასე სიარულით, რომ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება, ტუალეტის ნაცვლად, პირადპირ სათამაშო მაგიდასთან სცადა. ლეგენდარულმა მოთამაშემ ტურნირის ორგანიზატორებისგან დიკსვალიფიკაცია მიიღო, რის გამოც მოგვიანებით ბოდიშიც კი მოიხადა.
ამჯერად პერკინსის სამიზნეში ჯეიმი სტეპლსი და მისი ძმა მეთიუ სტეპლსი აღმოჩდნენ. ჯეიმი სტეპლსი, გარდა სათამაშო კარიერისა, თავისი 'ტვიჩის' არხითაცაა ცნობილი. პერკისნმა ისინი საკუთარ იახტაზე მიიწვია, სადაც პოკერიც ითამაშეს, ლაივ სტრიმიც მოაწყვეს და, როგორც ირკვევა, ახალი სანაძლეოც დადეს. სანაძლეოს მიხედვით ჯეიმი სტეპლსმა ერთი წლის განმავლობაში დიდი წონა უნდა დაიკლოს, ხოლო მისმა ძმამ - პირიქით, უნდა მოიმატოს. სამაგიეროდ, ძმები ძალიან მცირე რისკს იღებენ: თუ მათ სანაძლეოს პირობა ვერ შეასრულეს, სულ რაღაც $3.000 დოლარის გადახდა მოუწევთ. გამარჯვების შემთხვევაში კი $150.000 დოლარს მიიღებენ.
'ტვიტერზე' ძმების ახალ სანაძლეოს მრავალი გამოხმაურება მოჰყვა. დაგ პოლკის აზრით ჯეიმი სტეპლსს ერთ წელში 100 ფუნტის, ანუ დაახლოებით 45 კილოს დაკლება საკმაოდ გაუჭირდება. როგორც სტეპლსი ამბობს, ის ამ მომენტისთვის დაახლოებით 140 კილოს იწონის. მისმა ძმამ კი, რომელიც ამჟამად 60 კილოა, საკუთარი წონის თითქმის გაორმაგება უნდა შეძლოს.





