დენიელ ნეგრანუ და დაგ პოლკი ერთმანეთს უპირისპირდებიან

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჰედს-აპ მოთამაშე, დაგ პოლკი, რომლის Youtube-ის არხი სულ უფრო პოპულარული ხდება, კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მოვლენების ეპიცენტრში. ამჯერად მას კანადელი პროფესიონალი მოთამაშე და PokerStars-ის სახე, დენიელ ნეგრანუ დაუპირისპირდა, რომელმაც პოლკის მიერ 2016 წლის ოქტომბერში ჩაწერილი ვიდეო გაიხსენა. ნეგრანუს განმარტებით, მას არასდროს უთქვამს, რომ გაზრდილი რეიკი პოკერის ეკოსისტემისთვის უკეთესი იყო. 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ PokerStars-მა გასულ წელს რეიკისა და რეიკბექის სისტემების ცვლილების შესახებ განცხადება გააკეთა, რასაც მოთამაშეების მხრიდან დიდი მღელვარება და უკმაყოფილება მოჰყვა. როგორც ინტერვიუში დენიელ ნეგრანუმ განმარტა, 'სტარსის' მიერ გაზრდილი საკომისიო სწორედ წამგებიანი და საშუალო დონის მოთამაშეებისთვის იქნებოდა ხელსაყრელი, რადგან გაზრდილი რეიკი სწორედ პროფესიონალ მოთამაშეებს დააწვებოდათ მძიმე ტვირთად, რომლებიც მაღალ ლიმიტებზე თამაშობდნენ. გარდა ამისა, კანადელი მოთამაშის მოსაზრებით, საკომისიოს გაზრდის შემდეგ, PokerStars-მა გაცილებით მეტი ბონუსი, ჯილდო და წამახალისებელი აქცია შესთავაზა მომხმარებელს, რაც ძირითადად დამწყებმა მოთამაშეებმა გამოიყენეს. 

დაგ პოლკისთვის კი, რომელიც ისედაც ყველაფერს ირონიით უდგება, ნეგრანუს ასეთი მოსაზრება სასაცილოა. პოლკისთვის გაუგებარია თუ რა დააშავეს იმ მოთამაშეებმა, რომლებმაც უამრავი ინვესტიცია ჩადეს, წლები მოანდომეს თამაშის შესწავლასა და დახვეწას და საბოლოოდ მაღალი ლიმიტის რეგულარები გახდნენ. არა და, პოკერ-რუმების მთავარ გადამხდელებად რეგულარული მოთამაშეები ითვლებიან, რომლებიც ასიათასობით დარიგებას თამაშობენ და არა მოყვარული, რომელმაც შესაძლოა 100 დარიგებაში $50 დოლარი წააგოს და უკან არც აღარასდროს დაბრუნდეს. პოლკის აზრით, გაზრდილი რეიკი პოკერის ეკოსისტემას ვერ დაეხმარება, რადგან დიდი სვინგების პირობებში რეგულარული მოთამაშეების ერთ-ერთ უმთავრეს შემოსავალს სწორედ რეიკბექი წარმოადგენს. შესაბამისად, ისინი იძულებულები გახდებიან დაბალ ლიმიტებზე გადაინაცვლონ, სადაც საშუალო დონის მოთამაშეები დახვდებიან, რომლებიც გრაინდერებთან კონკურენციას ვერ გაუძლებენ და დამწყები მოყვარულების ძებნას დაიწყებენ.

როგორც პოლკი ამბობს PokerStars წლების განმავლობაში ძალიან დიდ საქმეს აკეთებდა, მაგრამ Amaya-ს პირობებში კომპანიამ პოკერისთვის უკანდამხევი და ზიანისმომტანი ნაბიჯები გადადგა. "PokerStars-ის ხელმძღვანელობა უნდა დაფიქრდეს პროფესიონალთა გუნდის წევრებისთვის ხელფასის გადახდაზე, რომლებსაც ისედაც წარმატებული რეგულარული მოთამაშის კარიერა აქვთ, - ამბობს პოლკი, - თუმცა ასეთების მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელია." მართლაც, საყოველთაოდ ცნობილია, რომ 'სტარსის' გუნდის წევრების შემოსავალის წყაროს არა ქეშ-გეიმები და ტურნირები, არამედ კომპანიისგან მიღებული ჰონორარი წარმოადგენს. 

პოლკისა და ნეგრანუს დაპირისპირების ამსახველი 'ტვიტები'

 

რუმები

ქართული უცხოური