სტივ ო'დუაიერი კიდევ ერთ High Roller-ს იგებს

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტივ ო'დუაიერი სატურნირო პოკერის ისტორიაში, საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მან კიდევ ერთი, $10.000 Panama High Roller ივენთი მოიგო, რომელზეც 110 მოთამაშე დარეგისტრირდა. ტურნირის საპრიზო ფონდმა კი $1 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ამ მომენტისთვის უცნობია თუ რა თანხა მიიღო პირველი ადგილისთვის ო'დუაიერმა, რადგან გამარჯვებულისთვის დაწესებული $274.740 დოლარის ნაწილი, შეთანხმების საფუძველზე, მან სემ გრინვუდთან გაიყო. "ფინალური მაგიდა ძალიან გაიწელა, - ყვება ო'დუაიერი, - ძალიან დაღლილი ვიყავი, თავიც მტკიოდა. ამ ყველაფერს კი გარშემო მიმდინარე მეინ ივენთის მაგიდების ხმაური ემატებოდა, რისი გაძლებაც აღარ შემეძლო. გარდა ამისა, მეც და სემსაც ძალიან გვშიოდა. საბოლოოდ პირველი და მეორე ადგილისთვის დაწესებული თანხების გაყოფაზე შევთანხმდით."

ო'დუაიერმა ფინალური დღე დიდი ჩიპლიდით დაიწყო და ჰედს-აპამდეც იგივე სტატუსით მიაღწია. მიუხედავად ჩიპების უპირატესობისა, მისი AK სემ გრინვუდის 44-თან დამარცხდა, რამაც მათი სტეკებით თითქმის გაათანაბრა. თანაბარი სტეკები კი ხანგრძლივ თამაშს მოასწავებდა, რაც ო'დუაიერმა მეგობართან მოლაპარაკებით აიცილა თავიდან.

PokerNews-ის ჟურნალისტის, სარა ჰერინგის შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ის ტურნირების საუკეთესო მოთამაშეა, სტივ ო'დუაიერი ასე პასუხობს: "მეეჭვება მათზე უკეთ ვთამაშობდე. სავარაუდოდ, მათზე გაცილებით იღბლიანი ვარ, მაგრამ უკეთესს ვერ ვიტყოდი. მსგავს ძვირადღირებულ ტურნირებზე იმდენი საინტერესო და წარმატებული მოთამაშე მხვდება, რთულია ვინმეზე წინ საკუთარი თავი დავაყენო."

სემ გრინვუდი ასევე ჰაი როლერ ტურნირების რეგულარი და ამავდროულად ო'დუაიერის მეგობარია. "სემთან ჰედს-აპის თამაში ძალიან კარგი იყო. სიმართლე გითხრათ, როცა ჰედს-აპის სტადიამდე მივდივარ, ყოველთვის გახარებული ვარ, მაგრამ მეგობართან ფინალური დაპირისპირება განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესოა."

 

რუმები

ქართული უცხოური