ნეიმარი საკუთარ სახლში პოკერის საქველმოქმედო სესიას მართავს
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ და ბარსელონას სუპევარსკვლავმა, ბრაზილიელმა ნეიმარმა პოკერის საოჯახო სესიაზე მეგობრები და პოკერის ვარსკვლავები მოიწვია. ესპანეთში მდებარე ნეიმარის აპარტამენტებში Team PokerStars Pro-ს წევრები და რამდენიმე ლეგენდარული სპორტსმენი შეიკრიბა, რომლებმაც საქველმოქმედო თამაშში მიიღეს მონაწილეობა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ PokerStars-ის SportStar-ის წევრი, ნიდერლანდელი ჰოკეისტი და ოლიმპიური მედლის მფლობელი, ფატიმა მორეირა დე მელო, PokerStars-ის პროფესიონალ მოთამაშეთა ბრაზილიელი წევრი ანდრე აკარი და ბრაზილიელი მსახიობი რაფაელ ზულუ.
PokerStars-მა უფასო ონლაინ ტურნირების სერია ჩაატარა იმის გამოსავლენად, თუ ვინ მოხვდებოდა ნეიმარის სახლში. 10 გამარჯვებულ მოთამაშეს სამოტივაციო ვიდეოების ჩაწერა ევალებოდათ, სადაც მათ ნეიმართან თამაშის სურვილის გამოთქმისა და განმარტების შესაძლებლობა მიეცემოდათ. ბრაზილიელი დიეგო გარსია ბელო სწორედ ამ მოთამაშეთა შორის საუკეთსო აღმოჩნდა. "ეს წარმოუდგენელი შესაძლებლობაა, - თქვა ბელომ, - ეს ჩმი პირველი ლაივ ტურნირია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მე ნეიმარის გვერდით ვზივარ."
საოჯახო ტურნირზე გათამაშებული $50.000 დოლარიანი საპრიზო ფონდიდან, გარკვეული ნაწილი ნეიმარის საქველმოქმედო ფონდში მოხვდება, რომელიც ბრაზილიაში, კერძოდ კი სან პაულოში მყოფ ფინანსურად დასუსტებულ ოჯახებსა და ბავშვების განათლებას მიღებაში ეხმარება. ფატიმა მორეირა დე მელო და ანდრე აკარი კი სპეციალურად ბავშვებისთვის მოწყობილ საქველმოქმედო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.





