სტივენ ჩედვიკი PokerStars Panama $25.000 High Roller-ს იგებს
PokerStars Championship Panama-ს ფესტივალის ფარგლებში ერთდღიანი $25.000 დოლარიანი ჰაი როლერი გაიმართა, რომელზეც 33 მოთამაშე დარეგისტრირდა. 11 ენტრანტმა გავარდნის შემდეგ რე-ბაის გაკეთება არჩია, რამაც საპრიზო ფონდი კიდევ გაზარდა და საბოლოო ჯამში $1.078.000 დოლარი შეადგინა. 12 საათიანი თამაშის შემდეგ, ტურნირის გამარჯვებული ინგლისელი სტივენ ჩედვიკი გახდა, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ჰაი როლერ ტურნირებზე დიდ წარმატებას მიაღწია. ჯერ კიდევ იანვარში, ბაჰამის კუნძულებზე ჩატარებულ PokerStars-ის ფესტივალზე, ჩედვიკმა $25.000 და $50.000 დოლარიან ჰაი როლერებში მე-5 და მე-7 ადგილები დაიკავა, $154.000 და $265.000 დოლარიანი ანაზრაურებით.
წარმატებული სატურნირო კარიერის მიუხედავად, გუშინდელ დღემდე ჩედვიკს არცერთი ძვირადღირებული ტურნირი არ ჰქონდა მოგებული. ვერცხლისფერი 'ყვავის' ჯილდო, რომელიც მან PokerStars-ის დიდი ივენთის მოგებისთვის გადაეცა, მის კარიერაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევას წარმოადგენს. ბრიტანეთის ყველაზე წარმატებულ მოთამაშეებს შორის სტივენ ჩედვიკი მეორე ადგილზეა. ის ლეგენდარულ დეივ Devilfish ულიოტს უსწრებს, მაგრამ ერთი საფეხურით ჩამორჩება სემ ტრიკეტს. ასეთ მოთამაშეთა შორის ყოფნა და მათთან ადგილების გაყოფა იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ პოკერის მოთამაშის კარიერა ნამდვილად შედგა.
რაც შეეხება თავად გუშინდელ ტურნირს: ენტრანტების სიმცირის მიუხედავად, ვერავინ იტყვის, რომ ივენთის მოგება ადვილი საქმე იყო. ტურნირის ლაინაფს რომ გადავხედოთ, ისეთი მოთამაშეები შეგვხვდება, როგორებიც სტივ ო'დუაიერი, ადრიან მატეოსი, აიზიკ ჰექსტონი, ერიკ საიდელი და ბენ ტოლერენი არიან. ჩედვიკმა ფინალური მაგიდიდან ისეთი მოთამაშეებიც გამოთიშა, როგორებიც მუსტაფა კანიტი, ოლივერ ვაისი და კორეი ალდამირი არიან. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ჩედვიკმა სწორედ კორეი ალდემირი დაამარცხა, რომელმაც თებერვალში Triton Super High Roller ივენთი მოიგო $1.3 მილიონი დოლარით პირველი ადგილისთვის.





