Isildur1 ლონდონში გამოჩნდა - როგორ სწავლობდა თამაშს ონლაინ პოკერის ლეგენდა?

ვიქტორ Isildur1 ბლომი Google-ის საძიებო სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოთხოვნადი პოკერის მოთამაშეა. 2000-იანებში, როდესაც ონლაინ პოკერის ბუმი დაიწყო, ვიქტორ ბლომი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მოთამაშედ ითვლებოდა. ის არავისთან იხევდა უკან - ტომ დუანი, ფილ აივი, პატრიკ ანტონიუსი, FullTilt Poker-ის სხვა რამდენიმე პროფესიონალი მოთამაშე მისი მსხვერპლი გახდა. მისი სვინგები იმდენად დიდი იყო, რომ ინფორმაცია მისი გაკოტრების შესახებ თითქმის ყოველ კვირას ვრცელდებოდა. თითო სესიასე რამდენიმე მილიონი დოლარის მოგება და წაგება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. 

მისი უკანასკნელი ფართომასშტაბიანი სატურნირო მოგება 2012 წლით თარიღდება, როდესაც მან PCA $100.000 High Roller-ში გაიმარჯვა. მას შემდეგ ის ონლაინ პოკერზე გადაერთო, თუმცა FullTilt-ის გაქრობის კვალდაკვალ, დიდი თამაშებიც გაქრა. გუშინწინ კი ვიქტორ ბლომი ლონდონში გამოჩნდა, შვედური ონლაინ გიგანტის, Unibet-ის მიერ ორგანიზებულ Battle Royale Sit'n'Go ტურნირზე. მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ ბლომს ჟურნალისტებთან და პუბლიკასთან გახსნილ მოთამაშეს ვერ დავარქმევთ, ტურნირის ფარგლებში მან რამდენიმე ქეშ-გეიმი ითამაშა, რომელიც Twitch-ის მეშვეობით პირდაპირ ეთერში გააზიარა. 

Unibet-სა და ბლომს შორის ურთიერთობა, რამდენადაც ცნობილია, ოფიციალურ დონეზე არ გაფორმებულა, თუმცა შვედი მოთამაშის ნახვა პოკერ-რუმის გუნდის წევრებთან ერთად ხშირადაა შესაძლებელი. FullTilt Poker-ის დაღმასვლის შემდეგ, თამაშმა PokerStars-ზე გადაინაცვლა, სადაც ბლომი დღემდე რეგულარულად თამაშობს, თუმცა ჰაი სტეიკს პოკერის ეპოქა დიდი ხანია წავიდა. "ონლაინ პოკერის აქტიური პერიოდი საგრძნობლად შენელდა, - ამბობს შვედი, - მიუხედავად ამისა, მე მაინც ვთამაშობ, მაგრამ ლიმიტები იმ მასშტაბის, რაც წლების წინ იყო, აშკარად აღარაა."

ბლომი რამდენიმე წლის განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა, სადაც ძირითად დროს ბარებსა და მეგობრებთან გამართულ წვეულებებზე ატარებდა. ახლა კი პროფესიონალი მოთამაშე სამშობლოს დაუბრუნდა და შვედეთის პატარა ქალაქში ცხოვრობს, სადაც არც კლუბებია და არც ღამის ცხოვრება: "შვედეთში დაბრუნების შემდეგ თამაში ცოტათი გამოვასწორე, - თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის სპეციალურ ანალიტიკურ პროგრამებს იყენებს, რომლებიც მის თამაშში მცირე ხარვეზებს გამოავლენენ, - არა, მსგავსი რამ არასდროს გამიკეთებია. როცა საკუთარ თამაშზე მუშაობას ვახსენებ, ამით იმის თქმას ვცდილობ, რომ ბევრად ყურადღებიანი ვარ თამაშის დროს. დიდ დროს ვუთმობ მნიშვნელოვანი ხელების გაანალიზებას და ა.შ. მაგალითად, მატარებლით მგზავრობისას, შეიძლება რომელიმე დარიგება გამახსენდეს. გონებაში განვიხილავ ამ დარიგების სხვადასხვა სცენარს, განსხვავებული შედეგებით. რაც შეეხება ვიდეო გაკვეთილებს, ან წიგნებს - მათი გამოყენება არასდროს მიფიქრია. თამაში ჩემით ვისწავლე და გავაუმჯობესე."

 

რუმები

ქართული უცხოური