სერიიდან: "durrrr-ის დაბრუნება" - ტომ დუანი მაკაუში დააფიქსირეს

ტომ დუანზე ნადირობამ უკვე დიდი ხანია, რაც კომიკური სახე მიიღო. ამიტომაც, კითხვაზე "კიდევ დიდხანს იარსებებს თუ არა ეს რუბრიკა?" პასუხი დადებითი იქნება. "2+2 ფორუმზე" კვირაც არ გავა ისე, ლეგენდარულ ონლაინ გრაინდერზე რაიმე ჭორი ან ახალი ამბავი რომ არ გავრცელდეს. ყოველი ამბავი, ძირითადად, ერთმანეთს ჰგავს: დუანი გაკოტრდა; დუანი არნახულად დიდძალი ფულის პატრონი გახდა; დუანი პოლ ფუას მძევალია... 

ამჯერად, "2+2"-ზე ფორუმის ერთ-ერთმა წევრმა ტომ დუანის ფოტო გაავრცელა, სათაურით "durrrr ისევ მაკუაშია". ფოტოზე გამოსახული მოთამაშე პოკერის მაგიდასთან ზის, მაგრამ იმის თქმა, თუ რომელ ქალაქში, ან რომელ ქვეყანაშია ფოტო გადაღებული, შეუძლებელია. მეორე დღეს, იგივე განყოფილებაში ფორუმის კიდევ ერთი წევრის, "MacauChris"-ის პოსტი გამოჩნდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ დუანი სწორედ მის პოკერ-რუმში თამაშობდა. "MacauChris" კი კარგა ხანია, რაც მაკაუში ერთ-ერთი ცნობილი პოკერ-რუმის მეპატრონედაა ცნობილი. როგორც ის ამბობს, მის რუმში გადაღებულ სურათზე ტომ დუანი მანილადან რამდენიმე დღის დაბრუნებულია. 

Macau Billionaire Poker-ის მიერ ინსტაგრამით გავრცელებულ ფოტოზე ტომ დუანი Babylon Casino-ში რუხ კაპიუშონსა და სპორტულ შარვალში გამოწყობილი პოზირებს - სწორედ ის ტანსაცმელია, რომელიც დუანს "2+2 ფორუმზე" გამოქვეყნებულ ფოტოში აცვია. დენიელ ქეითსის ინფორმაციით, დუანი მისთვის შეუსაბამოდ მაღალ ლიმიტებზე თამაშობდა და საკმაოდ წარუმატებლადაც, რის გამოც მას შესაძლოა ახალი ტანსაცმლის შეძენის საშუალებაც კი არ აქვს. მართალია ლეგენდარულ მოთამაშეზე გავრცელებული ჭორები ერთმანეთზე უცნაურ და კომიკურ ხასიათს ატარებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ტომ დუანი კვლავ აღმოსავლეთ ნახევარსფეროში რჩება, სადაც წარმოუდგენლად მაღალ ლიმიტებზე თამაშობს და, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად მიდის. ტომ დუანი იმ კატეგორიის მოთამაშეებში ვერასდროს მოხვდება, ვინც წამგებიან თამაშში წლობით გაჩერებას გადაწყვეტს. 

რუმები

ქართული უცხოური