WPT-ის პირველი მდედრობითი სქესის გამარჯვებული ემა ზაიმოვიჩი გახდა
რამდენიმე დღის წინ პოკერის უამრავი გულშემატკივრის დიდი ხნის ოცნება რეალობად იქცა: World Poker Tour-ის ღია ჩემპიონატის პირველი მდედრობითი სქესის ჩემპიონი კანადელი ემა ზაიმოვიჩი გახდა, რომელმაც C$3.500 დოლარიანი WPT Playground-ის მეინ ივენთი მოიგო.
ზაიმოვიჩის კარიერული მოგება, ამ დრომდე, $100.000 დოლარს შეადგენდა. WPT-ის ჩემპიონის ტიტულს ის პირველად გასული წლის ნოემბერში მიუახლოვდა, მაგრამ კანადელ მოთამაშეს ისტორიის ახალი ფურცლის დაწერის საშუალება მაიკ სექსტონმა წაართვა და ჩემპიონი სწორედ ის გახდა. მაშინ ზაიმოვიჩმა მე-5 ადგილი დაიკავა, $76.000 დოლარიანი ანაზღაურება კი მის კარიერაში უდიდესი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, კანადელი ფინალურ მაგიდას სულ რამდენიმე თვეში დაუბრუნდა: მონრეალში გამართული WPT Playground-ის მეინ ივენთის მე-3 დღეს მან ჩიპლიდის მოპოვება შეძლო და ჩემპიონის ტიტულის მოპოვებამდე პირველობა არ დაუკარგავს.
ფინალურ ჰედს-აპში მას ჟან-ფრანსუა ბუშადი დაუპირისპირდა. დაძაბული ორთაბრძოლის შემდეგ, შორტსტეკად დარჩენილმა ბუშადმა A
9
-ით ოლინი გააკეთა. ზაიმოვიჩმა საკმაო დრო გამოიყენა გადაწყვეტილების მისაღებად და საბოლოოდ მოწინააღმდეგის შეტევა K
Q
-ით მიიღო. K
T
7
Q
5
ბორდის შემდეგ ყველაფერი გარკვეული იყო. ემა ზაიმოვიჩმა ისტორიული მოგებისთვის $200.000 დოლარი მიიღო. გარდა ამისა მას 15.000 დოლარიან WPT Tournament of Champions-ის უფასო ადგილიც ხვდა წილად. "ტურნირის მოგება ძალიან გამიხარდა. ყველაზე სასიამოვნო ფაქტი ის იყო, რომ დავამტკიცე - ქალებსაც შეუძლიათ მოგება. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს მდედრობითი სქესის გულმხურვალე ქომაგობა და მხარდაჭერა, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვიგრძენი." WPT-ის უცვლელი კომენტატორის, და უკვე ჩემპიონის, მაიკ სესტქონის თქმით, ემა ზაიმოვიჩი ფილ აივისა და ვანესა სელბსტის კომბინაციაა და უდიდეს პატივისცემას იმსახურებს.





