უილიამ კასუფისა და სტეისი მატუსონის დაპირისპირება

ყველაფერი 2016 წლის WSOP-ზე დაიწყო, როდესაც უცნობმა ბრიტანელმა დამახასიათებელი და ამავდროულად გამაღიზიანებელი საუბრის მანერით პოკერის მოყვარულთა ყურადღება მიიპყრო. უილიამ კასუფი მაშინ სტეისი მატუსონს დაუპირისპირდა, რომელიც იძულებული გახდა T ჰაი ბორდზე QQ დაეყარა. "Nine high like a boss!" - ფრაზა, რომელიც კასუფმა წარმოთქვა და რომელიც ყველამ აიტაცა, რამდენიმე თვის შემდეგ დაპირისპირების მიზეზი გახდა. 

2017 წლის 11 იანვარს სტეისი მატუსონმა 'ინსტაგრამის' საშუალებით უილიამ კასუფს მიმართა, სადაც ის ბრიტანელ მოთამაშეს გადამწყვეტ ჰედს-აპ მატჩში იწვევდა. კასუფმა შემოთავაზება მალევე მიიღო და დუელიც King's Casino Rozvadov-ში დაინიშნა, სადაც 888live მიმდინარეობდა. კასუფთან და მატუსონთან, თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, PokerNews-ის ჟურნალისტმა ინტერვიუ აიღო. ორივე მოთამაშე საკმაოდ მშვიდად გამოიყურებოდა და მაყურებელს სახალისო მატჩს პირდებოდა. "ჰედს-აპი არასდროს მითამაშია, თუ ტურნირის ფინალურ სტადიებს არ ჩავთვლით, - თქვა კასუფმა, - სტეისის მიმართ არანაირი წყენა არ მაქვს. ვფიქრობ, მატჩის მსვლელობის დროს ძალიან გავერთობით." 

ჰედს-აპის სტარტიდანვე კასუფმა თამაშის ზედმეტად კონსერვატული სტილი აირჩია, რის გამოც მატუსონმა რამდენიმე პატარა დარიგების მოგება და სტეკის აშენება შეძლო. გამარჯვებული სამი მატჩიდან ორის მოგებით უნდა გამორკვეულიყო. პირველი ეტაპის ადვილად მოგების შემდეგ, სტეისი მატუსონმა მოწინააღმდეგეს კიდევ უფრო გაბედულად შეუტია და რამდენიმე დასამახსოვრებელი ბლეფიც აჩვენა. საბოლოოდ კასუფის A7-ს მატუსონის JJ დაუპირისპირდა და მეორე მატჩიც ამერიკელი მოთამაშის სასარგებლოდ დასრულდა. 

"მასთან თამაში ძალიან სასიამოვნო იყო. ჩვენ კარგად გავერთეთ, - თქვა მატუსონმა თამაშის შემდეგ, - ის ცუდი ადამიანი ნამდვილად არ არის. ასევე, მქონდა საშუალება რამდენიმე ბლეფი მეჩვენებინა მისთვის, რამაც დამატებითი ხალისი შეჰმატა თამაშს. მაღალი 9-ითაც გადავწყვიტე ბლეფის გაკეთება, მაგრამ წარუმატებლად."

რუმები

ქართული უცხოური