"პოკერის რობინ ჰუდი" - ინტერვიუ ბარი გრინშტაინთან

ბარი გრინშტაინი პოკერის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახეა, რომელმაც პროფესიონალი მოთამაშის წარმატებული კარიერა გასული საუკუნის 80-იან წლებში შექმნა და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან ჰაი სტეიკს რეგულარად ითვლება. 62 წლის ასაკში გრინშტაინის ნახვა კვლავ პრივატული რუმების უდიდეს ლიმიტებზეა შესაძლებელი, სადაც ის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებს უპირისპირდება. WSOP-ის 3 ოქროს სამაჯურისა და WPT-ის მეინ ივენთის ორი ტიტულის მიუხედავად, გრინშტაინი ქეშ-გეიმების სპეციალისტად ითვლება, რომელთან ერთად მაგიდასთან ყოფნა ნებისმიერი ჰაი როლერისთვის დიდ დისკომფორტს წარმოადგენს. 

PokerStars-ის ბაჰამური ფესტივალის ფარგლებში, პოკერის ლეგენდასთან ინტერვიუ Pokerfuse-ის ჟურნმალისტმა ჩაწერა, სადაც "პოკერის რობინ ჰუდმა" შვილზე, 'პოკერსტარსისა' და ზოგადად ონლაინ თამაშების შესახებ, ქველმოქმედებასა და უშუალოდ თამაშის დღევანდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც გრინშტაინი ყვება, მისი შვილობილს, ჯო სეროკს 27 წლამდე პოკერთან არანაირი შეხება არ ჰქონია, თამაშის წესებიც კი არ იცოდა. ონლაინ ბიზნესის ჩავარდნის შემდეგ, მან მამინაცვალს პოკერში გაკვეთილების ჩატარება სთხოვა, რის შემდეგაც WSOP-ის ორ ფინალურ მაგიდაზე ითამაშა და ქეშ-გეიმებზე რამდენიმე მილიონის გამომუშავება მოახერხა. 2009 წელს ჯო სეროკს UltimateBet-ის მარკეტინგის სამსახურში მნიშვნელოვანი პოზიცია შესთავაზეს, რასაც ბარი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. Black Friday-ის მოვლენების შემდეგ ჯო პოკერს მთლიანად ჩამოშორდა და, ბარის ინფორმაციით, ის ამჟამად მაღალტექნოლოგიურ ბიზნესშია ჩართული. 

ონლაინ პოკერის ლეგალიზებას რაც შეეხება - ბარი გრინშტაინის აზრით, PokerStars-ს ყველაზე დიდი შანსი აქვს შტატების საკანონმდებლო ორგანოებიდან დადებითი პასუხი გამოიტანოს. როგორც ის ამბობს, Black Friday-ის შემდეგ PokerStars ერთადერთი კომპანია იყო, რომელიც თავის კლიენტებზე რეალურად ზრუნავდა. FullTilt Poker-ის მიერ ფინანსების გარეშე მიტოვებული მომხმარებლების დანაკარგების ანაზღაურებაც სწორედ 'პოკერსტარსმა' ითავა, რის გამოც ის ბაზარზე პოზიტიური მოთამაშის სახელს იმსახურებს. ონლაინ პოკერი კი, გრინშტაინმა, თამაშის ყველაზე უსაფრთხო საშუალებად დაასახელა, რადგან სათამაშო ოპერატორები მაქსიმალურად ზრუნავენ თავიანთი მომხმარებლების უსაფრთხოებაზე და ყველაფერს აკეთებენ თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით. "PokerStars-ის გუნდი ყველაფერს აკეთებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული თაღლითობის ყველა მცდელობა, - ამბობს ბარი, - თუ თაღლითური სქემა მაინც განხორციელდა, მის ანალიზს რამდენიმე დღე ეთმობა, რის შემდეგაც დაზარალებულ მოთამაშეს ფული უბრუნდება, ხოლო კანონდამრღვევს შესაბამისი სანქციები უწესდება."

ქველმოქმედებაში ბარი გრინშტაინის ჩართულობის შესახებ ლეგენდები დადის. "პოკერის რობინ ჰუდი" მას სწორედ ამ გატაცების გამო დაერქვა. როგორც ის ამბობს, ქველმოქმედება პოკერის მოთამაშის სტატუსის გასამართლებელი ერთადერთი საშუალება იყო. მას კარგი აკადემიური მაჩვენებელი ჰქონდა, მისი წარმატება ნებისმიერ სფეროში თითქმის გარანტირებული იყო, მაგრამ შემოსავლიანობის გამო სწორედ პოკერი აირჩია. იმის გამო, რომ მისი ეს გადაწყვეტილება მორალურ ჩარჩოებში ჩამჯდარიყო, მან საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანა გადაწყვიტა. გრინშტაინს არაერთი დიდი მოგება აქვს დახარჯული საქველმოქმედო მიზნებისთვის, რის გამოც პოკერის სამყაროში ის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებულ და პატივსაცემ მოთამაშედ ითვლება. 

რუმები

ქართული უცხოური