WSOP-ის სამაჯური 'იბეის' აუქციონზე $15.000 დოლარად გაიყიდა

როგორც ჩანს, თუ WSOP-ის მოგება ვერ მოახერხეთ, ოქროს სამაჯურის მფლობელი მაინც შეიძლება გახდეთ. PocketFive-ის ინფორმაციით, 1983 წლის WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებულმა ტომ მაკევოიმ საკუთარი ოქროს სამაჯურის გაყიდვა განიზრახა. მაკევოის მიერ ოქროს სამაჯურის გაყიდვის ფაქტს PokerNews-იც ადასტურებს, რომელთან საუბარშიც 1983 წლის ჩემპიონმა გასაყიდი ნივთების სიაზე ილაპარაკა, რომელიც მისი შექმნილი აღმოჩნდა. 

ჯერ კიდევ გუშინ $13.500 დოლარად შეგეძლოთ გეყიდათ:

  • 1983 წლის WSOP-ის მეინ ივენთის ოქროს სამაჯური, 12 ბრილიანტით
  • მაკევოის სამი წიგნი, ავტორისავე ხელმოწერით
  • PokerStars Team Pro-ს ორი სანიშნე
  • WSOP-ის ბეისბოლის ბურთი, ბალახის სადგარზე
  • PokerStars-ის მიერ გამოშვებული 2006 წლის WSOP-ის ბეისბოლის ბურთი
  • ერთსაათიანი პრივატული გაკვეთილი თავად მაკევოისთან

გასაყიდ პაკეტს ვადა ლას ვეგასის დროით დილის 10:20-ზე გაუვიდა. ჯერჯერობით უცნობია ვინ გახდა ტომ მაკევოის მიერ მოგებული ოქროს სამაჯურის მფლობელი, მაგრამ როგორც Ebay-ზე განთავსებული ინფორმაციით ხდება ცნობილი, კომპლექტი $15.000 დოლარად გაიყიდა.

ტომ მაკევოი დიდ პოკერში 1982 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ $3 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. 1983 წელს მოგებული მეინ ივენთისთვის მან $540.000 დოლარი მიიღო, რაც მის კარიერაში უდიდეს თანხად რჩება. მაკევოის, მეინ ივენთის გარდა, კიდევ სამი ოქროს სამაჯური აქვს. მან რამდენჯერმე ითამაშა WSOP-ის ფინალურ მაგიდებზე. გასული წლის WSOP-ის მეინ ივენთზე მან 644-ე ადგილისთვის $18.714 დოლარი მიიღო. ის რამდენიმე წლის განმავლობაში იყო PokerStars-ის პროფესიონალთა გუნდის წევრი. 2013 წელს მაკევოი Poker Hall Of Fame-ის წევრად აირჩიეს. 

რუმები

ქართული უცხოური