ბრინ კენი $50.000 High Roller-ის გამარჯვებულია

სულ რამდენიმე წლის წინ ბრინ კენი ტურნირების ორგანიზატორებს ერთდღიანი ჰაი როლერ ივენთის შექმნის შესახებ თხოვნით მიმართავდა. მისი სურვილი 2015 წელს ახდა, მაგრამ კენიმ ვერცერთი მათგანის მოგება ვერ შეძლო. მისი მაქსიმალური შედეგი რამდენიმეჯერ საპრიზო ადგილზე გასვლა იყო. ჰაი სტეიკს გრაინდერმა სიტუაცია გუშინ გამოასწორა, როდესაც PokerStars Championship-ის ფესტივალზე $50.000 დოლარიანი ერთდღიანი ჰაი როლერ ივენთი მოიგო. 

ტურნირი Atlantis Resort-ში გაიმართა და მასზე 69 მოთამაშე დარეგისტრირდა. ივენთი რე-ენთრი ფორმატით ჩატარდა, რაც თანხის გათვალისწინებით რთული წარმოსადგენი იყო, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საერთო ჯამში 20 რე-ბაი გაკეთდა. ტურნირის განსაკუთრებული სტუმარი ჰოლივუდის მსახიობი და სტენდაფერი, კევინ ჰარტი იყო, რომელმაც რე-ბაის უფლება გამოიყენა, თუმცა უშედეგოდ. როგორც კულუარული ინფორმაციით ხდება ცნობილი, PokerStars-ის მიმდინარე ფესტივალზე კევინ ჰარტმა $300.000 დოლარი დახარჯა მოასწრო, ყოველგვარი მოგების გარეშე. რაც შეეხება ბრინ კენის: მისი მთავარი მეტოქე მუსტაფა კანიტი იყო - ერთდღიანი $50.000 დოლარიანი ჰაი როლერ ივენთის პირველი გამარჯვებული, რომელმაც მეორე ადგილისთვის $695.740 დოლარი მიიღო. 

ტურნირის ფინალური ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

პოზიციამოთამაშექვეყანამოგება
1ბრინ კენიაშშ$969.075
2მუსტაფა კანიტიიტალია$695.740
3ბაირონ კავერმანიაშშ$452.220
4დენიელ კოლმანიაშშ$341.240
5სტივენ ჩედვიკიდიდი ბრიტანეთი$265.040
6ბენ ტოლერენიაშშ$205.400
7სერგი რეიჰაჩიესპანეთი$162.340
8დენიელ დვორესიკანადა$125.900
9კერი კატზი აშშ$96.080

 

რუმები

ქართული უცხოური