დენიელ ნეგრანუს მიზნები 2017 წლისთვის
ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა მოთამაშემ, დენიელ ნეგრანუმ, საკუთარ ბლოგზე ახალი სტატია გამოაქვეყნა, სადაც 2016 წლის წარუმატებლობასთან ერთად, 2017 წლის გეგმებზე ისაუბრა. KidPoker-მა შარშანდელი რამდენიმე მნიშვნელოვანი ჩავარდნა გამოყო, რომელთაგან აღსანიშნავია: $2.5 მილიონიანი მოგება, WSOP-ის 3 სამაჯური, მინიმუმ 55 ტურნირის თამაში და ა.შ.
შემდეგი 12 თვის პრიორიტეტები, მსუბუქად რომ ვთქვათ, ამბიციურია. ნეგრანუს განმარტებით, დასახული მიზნები ხარისხზე იქნება ორიენტირებული და არა რაოდენობაზე. ამიტომაც ვრცელი სიის ნაცვლად, მან 8 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა:
1. $2.5 მილიონიანი მოგება
2. WSOP-ის 3 სამაჯური
3. WSOP-ის ტურნირებზე ITM-ის 100-იან ნიშნულზე გადაბიჯება
4. პოკერის ისტორიაში ყველაზე მომგებიანი მოთამაშის სტატუსის მოპოვება
5. WSOP-ის წლის მოთამაშის ტიტულის მოგება
6. WSOP-ის 'ნოემბრის ცხრიანში' მოხვედრა
7. ქეშ-გეიმებზე $250.000 დოლარის მოგება
8. პოკერის გულშემატკივრებისთვის უფრო მეტი მასალის მომზადება და გამოქვეყნება
მე-8 პუნქტი პოკერის მოყვარულებისთვის და მოთამაშეებისთვის განსაკუთრებული უნდა იყოს. როგორც ნეგრანუ გვპირდება, ის აუცილებლად ჩაწერს ინტერვიუს ფილ აივისთან: "მე აქტიური ვიქნები 'ტვიტერზე', 'ინსტაგრამსა' და 'ფეისბუქზე'. რა თქმა უნდა, პერიოდულად გავაგრძელებ საინტერესო დარიგებების განხილვას. დანამდვილებით რაც ვიცი ისაა, რომ 2017 წელს ფილ აივისთან საუკეთესო ინტერვიუს ჩავწერ."





