უილიამ კასუფი EPT High Roller-ს გამარჯვებულია
უილიამ კასუფი იმ იშვიათი მოთამაშეების რიცხვს მიეკუთვნება, ვინც დიდ პოკერში გამოჩენისთანავე დაიმკვიდრა ადგილი, მოთამაშეები და პოკერის გულშემატკივრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აალაპარაკა და თან ეს ყველაფერი არა გამარჯვების, არამედ პიროვნული თვისებების ხარჯზე მოიპოვა. მისი სათამაშო კარიერა, პოკერის უმაღლეს საფეხურზე, 2016 წლის WSOP-ზე დაიწყო, წლის ბოლოს კი არნახულ წარმატებას მიაღწია და პრაღაში გამართული EPT High Roller-ის მოგებაც მოახერხა. მოგებას განსაკუთრებულ ელფერს ისიც სძენს, რომ ტურნირის ფინალური ეტაპი კასუფის დაბადების დღეს დაემთხვა.
უილიამ კასუფის წარმატებას არავინ წინასწარმეტყველებდა. მას ერთ-ერთ რიგით მოთამაშედ თვლიდნენ, რომელმაც WSOP-ის მეინ ივენთის საპრიზო ადგილებზე საკმაოდ ღრმად შესვლა მოახერხა, მაგრამ მხოლოდ შემთხვევითობისა და იღბლის წყალობით. ინგლისელმა მოთამაშემ კი დაამტკიცა, რომ შემდეგ ტურნირებზე მისი გათვალისწინება და მხედველობაში საშიშ მოთამაშედ მიღება აუცილებლად მოუწევთ. მისი კარიერული შემოსავალი, უკანასკნელი მოგებით, $600.000 დოლარით გაიზარდა.
კასუფი საკუთარ თავს "სიტყვების მოთამაშეს" უწოდებს, რაც პოკერის ავტორიტეტებში ეჭვს იწვევს - მაგალითად, ფილ ჰელმუტმა ინგლისელ მოთამაშეს ხშირად გამეორებული ფრაზების გამო შენიშვნა მისცა და აღნიშნა, რომ კასუფის აქტიური ლაპარაკის მანერას პატივს სცემს, მაგრამ აუცილებელია მისი ასეთი უცნაური სტილი დაიხვეწოს და მეტად მრავალფეროვანი გახდეს. უკანასკნელი მოგებით აშკარა გახდა, რომ უილიამ კასუფმა "სიტყვების თამაშის" შემდეგ საფეხურზე გადაინაცვლა - ფინალური ჰედს-აპის დასაწყისისთვის ის მძიმე ანდერდოგის პოზიციაში იყო და მოწინააღმდეგის სტეკზე ოთხჯერ ნაკლებ სტეკს ფლობდა. თუმცა, სწორი ვაჭრობისა და მიმზიდველი შეთავაზებების წყალობით, ინგლისელმა მოთამაშემ იმდენს მიაღწია, რომ ერთი დარიგების გარეშე WPT ჰაი როლერის გამარჯვებული გახდა. როგორც ჩანს, მისთვის ტიტული გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე საპრიზო თანხა, რადგან მეორე ადგილოსან პატრიკ სერდას €719.000 ევრო, თავად ჩემპიონს კი - €532.500 ევრო ხვდათ წილად.





