სემ გრინვუდი €25.500 High Roller-ის გამარჯვებული გახდა
2016 წლის პრაღაში ჩატარებული EPT-ის სერიებზე, როგორც ჩანს, მოთამაშეთა სურვილებს ზედმიწევნით ითვალისწინებენ - მას შემდეგ, რაც 'ტვიტერზე' სტივ ო'დუაიერმა რამდენიმე ჰაი სტეიკს რეგულარი შეკრიბა, EPT-ის მენეჯმენტმა €25.500 ევროიანი დაუგეგმავი ტურნირის შეკვეთა რეალობად აქცია. ტურნირს, რომელზეც 19 მოთამაშე დარეგისტრირდა, 30 წუთიანი ლეველი დაუწესდა. 19 მოთამაშიდან 6 მათგანი იძულებული გახდა რე-ბაი გაეკეთებინა, რამაც ბაი-ინების რაოდენობა 25-მდე გაზარდა და საერთო ჯამში €612.500 ევროს შეგროვება შეძლო.
ცნობილი მოთამაშეებიდან, რომლებიც ტურნირზე დარეგისტრირდნენ, მაგრამ ფინალურ მაგიდას ვერ მიაღწიეს აიზიკ ჰექსტონი, ოლე შემიონი, ვლდაიმირ ტროიანოვსკი და ჯასტინ ბონომო იყვნენ. თავად ტურნირის ინიციატორი, სტივ ო'დუაიერი მე-5 ადგილზე გავიდა. სემ გრინვუდმა ფინალურ ჰედს-აპზე ფრანგი ჟან-ნოელ ტორელი დაამარცხა.
იმ მოთამაშეებს, რომლებმაც ტურნირზე დარეგისტრირება ვერ მოასწრეს, კიდევ ერთი შანსი 17 დეკემბერს მიეცათ - €10.300 ევროიან ჰაი როლერ ტურნირზე, რომელიც 19 დეკემბრამდე გაგრძელდება.
15 დეკემბრის €25.500 ჰაი როლერის საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
| პოზიცია | მოთამაშე | ქვეყანა | ანაზღაურება |
| 1 | სემ გრინვუდი | კანადა | €226.600 |
| 2 | ჟან-ნოელ ტორელი | საფრანგეთი | €156.200 |
| 3 | მიკიტა ბადიაკოვსკი | ბელარუსი | €99.530 |
| 4 | ალი რეზა ფატეჰი | ირანი | €71.970 |
| 5 | სტივ ო'დუაიერი | ირლანდია | €58.200 |





