ტომ მარჩესმა და იან შვიპტერმა $100.000 High Roller გაიყვეს
სანამ აიზიკ ჰექსტონი აღმოსავლეთ ევროპაში მოგზაურობდა და პრაღაში €25.000 ევროიან ჰაი როლერ ტურნირზე რეგისტრირდებოდა, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების ნაწილმა ლას ვეგასს მიაშურეს, WPT Five Diamond-ისა და მისი თანამგზავრი ძვირადღირებული ტურნირების სათამაშოდ.
23-ე ივენთზე, რომლის ბაი-ინი $100.000 დოლარს შეადგენდა, 38 მოთამაშე დარეგისტრირდა, მათ შორის იყო გერმანულენოვანი მოთამაშეების მცირე დესანტი, რომელიც ინგლისურენოვან მოთამაშეებს უნდა დაპირისპირებოდნენ. მეინ ივენთიდან დაბრუნებულმა ჯასტინ ბონომომ, რომელმაც წინა ტურნირის მეხუთე ადგილის გამო $345.272 დოლარი მიიღო, $100.000 ჰაი როლერის მხოლოდ მესამე ლეველამდე გაძლო. დიდი სახელებიდან, რომლებიც პირველ დღეს გადაურჩნენ და თამაში გააგრძელეს, დენ კოლმენი, დევიდ პიტერსი, ბრინ კენი და ბენ ტოლერენი იყვნენ. მაგრამ ფინალურ მაგიდას ვერცერთმა მათგანმა ვერ მიაღწია. სამაგიეროდ ფინალურ მაგიდაზე, თალალ შაკერჩისთან ერთად, ლეგენდარული ერიკ საიდელიც მოხვდა.
ფინალური ჰედს-აპი საკმაოდ უცნაური ფორმით წარიმართა: 10 წუთიანი თამაშის შემდეგ, მარჩესმა და შვიპტერმა პირველი და მეორე ადგილისთვის დაწესებული საპრიზო ფონდის გაყოფა გადაწყვიტეს. ორგანიზატორების მიერ გაკეთებული გათვლებით, პირველ ადგილს $1.564.000 დოლარი, მეორეს კი - $893.000 ეკუთვნოდა. მოთმაშეებმა კი პირველი ადგილისთვის $1.439.274, მეორესთვის - $1.018.566 დაადგინეს და თამაში ჩიპების არსებული მდგომარეობით შეწყვიტეს, რაც ავსტრიელი იან შვიპტერის გამარჯვებას გულისხმობდა.