ენდრიუ ლიჰტენბერგერი პოკერის ახალ საიტს ხსნის

თანამედროვე პოკერის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მოთამაშემ ენდრიუ "luckychewy" ლიჰტენბერგერმა ონლაინ პოკერის ახალი საიტის გახსნის შესახებ განცხადება გააკეთა, რომლის ინტერნეტ გვერდის მისამართი luckychewy.com იქნება. არსებული ინფორმაციით, პოკერ-რუმი დიდი ბრიტანეთის აზარტული თამაშების კომისიის მოთხოვნებს ზედმიწევნით აკმაყოფილებს. რუმის აპლიკაციის გადმოწერა სმარტფონების მომხმარებლებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

ლიჰტენბერგერის განცხადებით, ამჟამად პოკერ-რუმი სატესტო რეჟიმშია გაშვებული და მასზე მხოლოდ ე.წ. 'ფლეიმანის' თამაშია შესაძლებელი. თუმცა, რეალურ ფულზე თამაში მომხმარებლებს მალე შეეძლებათ, როცა პოკერ-რუმის დიზაინი, ფუნქციები, ოპციები და სხვა წვრილმანი დეტალები მომხმარებელთა კრიტიკას გაივლიან და საბოლოოდ დაიხვეწებიან. 

"ჩვენი ხედვა ძალიან მარტივია: ეს არის პოკერ-რუმი, რომელიც შექმნეს უშუალოდ პოკერის მოთამაშეებმა, შექმნეს მოთამაშეებისთვის, მათი ინტერესების გათვალისწინებით, დაბალი რეიკითა და საინტერესო პრომო აქციებით, - ამბობს ენდრიუ ლიჰტენბერგერი, - ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ჩვენი საქმიანობა გავაფართოვოთ, საერთაშორისო მოთხოვნებისა და სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობის გათვალისწინებით." გარდა იმისა, რომ ლიჰტენბერგერის საიტზე პოკერის თამაშია შესაძლებელი, ასევე ფუნქციონირებს პოკერის ონლაინ სკოლა, სადაც დაინტერესებულ მოთამაშეებს საშუალება ეძლევათ პოკერის საბაზისო სტრატეგიებს და ძირითად კონცეფციებს უშუალოდ პროფესიონალებისგან გაეცნონ. 

 

რუმები

ქართული უცხოური