ბორის ბეკერი PartyPoker-ის წარმომადგენელი ხდება

ლეგენდარული სპორტსმენი, ყოფილი ნომერ პირველი ჩოგანი და ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად აღიარებული ბორის ბეკერი PartyPoker-თან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას აფორმებს. 

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ცნობილი პოკერ-რუმი, ჯერ კიდევ წლის დასაწყისიდან, აქტიურადაა დაკავებული რუმის პროფესიონალთა გუნდის, დასპონსორებული მოთამაშეებისა და რუმის წარმომადგენლების განახლებით. PartyPoker-მა კონტრაქტი ისეთ მოთამაშეებთან გააფორმა, როგორებიც სემ ტრიკეტი, რობერტო რომანელო, ჯეკი გლეიზერი და ჟოაო სიმაო არიან. მაიკ სექსტონი, ტონი დანსტი და კრივში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი - კარლ ფროჩი ასევე PartyPoker-ის წარმომადგენლები არიან. 

ბორის ბეკერს პოკერ-რუმებთან ურთიერთობის გარკვეული გამოცდილება უკვე დაუგროვდა - მან სულ ცოტა ხნის წინ მოიხსნა PokerStars-ის სამკლაური. პოკერში მისი საუკეთესო რეზულტატი სულ რამდენიმე თვით თარიღდება, როდესაც ბეკერმა ლეგენდარული ბრიტანელი მოთამაშის, დეივ ულიოტის სახელობის ყოველწლიურ Devilfish Cup-ზე მე-13 ადგილისთვის £15.000 ფუნტი მოიგო. 

ბორის ბეკერთან დადებული კონტრაქტის აღსანიშნად, PartyPoker-ის მომხარებლებს თემატურად ჩოგბურთთან დაკავშირებული პრომო აქცია ელოდებათ, სახელწოდებით - Beat The Ace, რომელშიც $5.000 დოლარიანი ფრიროლები შედის. რამდენიმე საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული კი, $25.000 დოლარიანი საპრიზო ანაზღაურებისთვის, თავად ბორის ბეკერს დაუპირისპირდება. 

 

რუმები

ქართული უცხოური