Unibet Open-ის გამარჯვებული ტრაიან ბოსტანი გახდა
რუმინული პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ძვირადღირებული ტურნირი - Unibet Open-ის მეინ ივენთი ადგილობრივი მოთამაშის, ტრაიან ბოსტანის გამარჯვებით დასრულდა. რუმინელი მოთამაშის ისტორიასაც განსაკუთრებულად ის ფაქტი აქცევს, რომ მას მხოლოდ 4 ბიგ ბლაინდი ჰქონდა დარჩენილი და მიუხედავად სტეკის ასეთი სიმცირისა, მან ტურნირის მოგება მაინც შეძლო.
ღონისძიება ბუქარესტის Marriott Grand Hotel-ში გაიმართა. მასში 603 მოთამაშე ღებულობდა მონაწილეობას, რომელთაგან თითოეულმა €1.100 ევრო გადაიხადა. ფინალური დღე, რომელზე მიღწევაც 15 მოთამაშემ შეძლო, ელი ჰიტის ჩიპლიდით დაიწყო. ბრიტანელმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გადამწყვეტი ჰედს-აპი ეთამაშა, მაგრამ სტეკის ზომის მიუხედავად, ჩემპიონის ტიტული რუმინელმა ტრაიან ბოსტანმა მოიპოვა. უნდა აღინიშნოს, რომ ფინალურ მაგიდაზე, 9 მოთამაშიდან, 7 რუმინელი იყო.
გადამწყვეტი ორთაბრძოლის დაწყებამდე, ბრიტანელ და რუმინელ მოთამაშეებს უკვე გარანტირებული ჰქონდათ 2017 წლის თებერვალში დაგეგმილი Unibet Open-ის ლონდონური ღონისძიების ადგილები, მაგრამ ჯერ პირველი ადგილისთვის დაწესებული €100.000 ევროს მფლობელი უნდა გარკვეულიყო. ტრაიან ბოსტანმა წარმოუდგენელი პრინციპულობა გამოიჩინა, რასაც იღბლის ფაქტორმაც შეუწყო ხელი და მისი მეტოქე შორტსტეკის პოზიციამდე ჩამოაქვეითა. საბოლოოდ, ბრიტანელმა 14 ბიგ ბლაინდით Q7-ის იმედად გარისკა, რაზეც ბოსტანმა AQ-ით მომენტალურად უპასუხა. J ჰაი ბორდმა ჰიტის გაუმჯობესება ვერ შეძლო და გამარჯვებულისთვის დაწესებული ჯილდოც რუმინეთში დარჩა.





