ოლე შიმიონმა PokerStars-ის Super-Sized Sunday მოიგო
ოლე შიმიონი, თანამედროვე პოკერის მოყვარულებისთვის, პირველ რიგში ლაივ ტურნირებთან და ზოგადად ლაივ თამაშებთან ასოცირდება. მისი კარიერული მოგება $11.5 მილიონ დოლარს აღემატება, მაგრამ გერმანელმა მოთამაშემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 'ლაივ პოკერის' მოთამაშე ინტერნეტშიც საკმაოდ არასასურველ მეტოქედ უნდა მიიჩნიოთ.
ოლე შიმიონი, რომელიც PokerStars-ზე თავისი უკვდავი ნიკით "wizowizo"-თი არის ცნობილი, $700 დოლარიანი Super-Sized Sunday-ის 638 მოთამაშეს შორის ერთ-ერთი იყო, მაგრამ მისმა გამოცდილებამ და პოკერის ღრმა ცოდნამ თავისი გაიტანეს - საბოლოოდ ის ტურნირის გამარჯვებული და $36.823 დოლარის მფლობელი გახდა. გარდა პირველი ადგილისთვის დაწესებული ანაზღაურებისა, შიმიონმა $14.000 დოლარამდე მხოლოდ მოთამაშეთა ტურნირიდან გაგდებისთვის დაწესებული საპრიზო თანხით მოაგროვა.
სოლიდური ანაზღაურების მიუხედავად, შიმიონის მიერ მოგებული თანხა გასული კვირის უდიდეს ონლაინ სატურნირო მოგებად ვერ ჩაითვლება - რუმინელმა მოთამაშემ, ნიკით "Danny0r", Sunday Million-ის მოგებით საკუთარი $215 დოლარი $143.420 დოლარად აქცია. "Danny0r"-ის მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ ის დაბალი და საშუალო ლიმიტის ტურნირების წარმატებული მოთამაშეა. უკანასკნელი გამარჯვებით კი რუმინელმა მოთამაშემ ცხადყო, რომ პერიოდულად მაღალ ლიმიტებზე ძალების მოსინჯვა აუცილებელია. $143.420 დოლარი, რა თქმა უნდა, მის კარიერაში უდიდესი ერთჯერადი ანაზღაურებაა.





