გასული კვირის ონლაინ პოკერის მიმოხილვა

გასული კვირის ყველაზე მომგებიანი მოთამაშე ფინელი სამი კელოპურო აღმოჩნდა, რომლის 7 დღიანმა მოგებამ $400.000 დოლარს გადააჭარბა. ილარი საჰამისისა და ლეგენდარული პატრიკ ანტონიუსის შემდეგ, კელოპურო, სავარაუდოდ, ყველაზე წარმატებულ ფინელ გემბლერად უნდა ჩაითვალოს.

უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში მისი ნახვა PokerStars-ის $100/$200 და $200/$400 ლიმიტების პოტ ლიმიტ ომაჰას მაგიდებზე იყო შესაძლებელი. შაბათ საღამოს, კელოპურომ, სულ რაღაც ორსაათნახევრიან სესიაზე $100.000 დოლარზე მეტის მოგება შეძლო. დილის სესიაზე კი, რომელიც ტიმოფეი კუზნეცოვის, დენიელ ქეითსისა და ონლაინ ლეგენდის WRUUUUM-ის წინააღმდეგ ითამაშა, კელოპურომ $148.000 დოლარი მოიგო. ყველაზე მნიშვნელოვან დარიგებაში, რომელიც კელოპუროსა და კუზნეცოვს შორის გათამაშდა, ფინელმა $124.000 დოლარიანი ბანკის მოგება მოახერხა. 

მეორეს მხრივ, გუშინდელი ონლაინ სესიების მთავარი გმირი სწორედ რუსი ტიმოფეი კუზნეცოვი გახდა, რომელმაც $200/$400 ლიმიტის PL ომაჰას მაგიდებზე, Aron0621-ის წინააღმდეგ გამართული სესია $110.000 დოლარის პლუსით დაასრულა. წარუმატებელი თამაშის მიუხედავად, Aron0621 გუშინდელი დღის ყველაზე დიდი დარიგების გამარჯვებული გახდა, სადაც მან ფლოპზევე სთრეითისა და გაძლიერების შანსის მქონე სეტის მიღება მოახერხა. fjutekk-ის აგრესია უდროო აღმოჩნდა Aron0621 წასვლას არსად აპირებდა. მონსტრი ხელით, მან, $91.155 დოლარიანი ბანკი მოიგო. 

გუშინდელი თამაშების კიდევ ერთი მომგებიანი მოთამაშე ელიორ ზაიონი გახდა, რომელმაც $400/$800 ლიმიტის 8-გეიმსის მაგიდებზე $54.900 დოლარი მოაგროვა. 

რუმები

ქართული უცხოური