WPT Caribbean Main Event-ის გამარჯვებული ნიალ ფარელი გახდა
2016 წლის WPT-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის, Caribbean Main Event-ის გამარჯვებული ბრიტანელი პროფესიონალი მოთამაშე, ნიალ ფარელი გახდა, რომელმაც 323 მოთამაშეს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და ბანკროლი $335.000 დოლარით გაიმდიდრა.
ფარელმა, 6 მოთამაშიანი ფინალური მაგიდა, მე-5 პოზიციაზე დაიწყო. მისი სტეკი სულ რაღაც 20 ბიგ ბლაინდისგან შედგებოდა, მაგრამ 17-ე დარიგებაზე კოლინ მოფატის წინააღმდეგ გაორმაგება შეძლო, რამაც მისი გამარჯვების შანსები მნიშვნელოვნად გაზარდა. 7 დარიგების შემდეგ კი, ფარელმა, თანამემამულე სტივენ ვუდჰედი გაუშვა სამშობლოში, როდესაც მის AT-ს დომინანტი AJ-ით დაუპირისპირდა.
საკმაოდ ხანგრძლივი თამაშის შემდეგ, ანტონი აუგუსტინომ იანის ლიპერისი გამოთიშა ფინალურ მაგიდას: ლიპერისმა A3-ით ოლინი გააკეთა, რაზეც აუგუსტინომ A9-ით უპასუხა. გაუმჯობესება ვერცერთმა მოთამაშემ ვერ მოახერხა, მაგრამ 9-იანი კიკერით გამარჯვება აუგუსტინოს დარჩა. ამის შემდეგ, სეტამდე გაუმჯობესებულმა ფარელმა მოფატის ორი წყვილი დაჩაგრა და ფინალური მაგიდა სამ მოთამაშემდე შემცირდა. ფარელის აფსვინგი აშკარა იყო: სმოლ ბლაინდიდან Q9-ით გაკეთებული ოლინი აუგუსტინომ A
6
-ით მიიღო, მაგრამ მომავალმა ჩემპიონმა სთრეითის დასრულება შეძლო, რამაც გადამწყვეტი ჰედს-აპისკენ მიმავალი გზა გაუხსნა.
ნიალ ფარელმა ფინალური ჰედს-აპი 109 ბიგ ბლაინდით დაიწყო, ტროი კენვილის 19 ბიგ ბლაინდის წინააღმდეგ. პირველივე დარიგებაზე, ფარელმა მოწინააღმდეგეს A5-ით შეუტია, რაზეც კენვილმა K
J
-ით უპასუხა. ფლოპზე ორივე მოთამაშემ ტოპ წყვილი მიიღო. თერნს და რივერს სხვა მნიშვნელოვანი ცვლილება აღარ მოუტანიათ და გამარჯვება ბრიტანელ მოთამაშეს დარჩა. $335.000 დოლართან ერთად, ნიალ ფარელმა WPT-ის $15.000 დოლარიანი Tournament Of Champions-ის უფასო ადგილიც მიიღო.





