უილიამ კასუფი - 2016 წლის WSOP-ის ყველაზე დასამახსოვრებელი მოთამაშე

თუ უილიამ კასუფის შესახებ არაფერი გსმენიათ - მთელი 2016 წლის WSOP-ის მეინ ივენთიდან უამრავი საინტერესო მომენტი დაგიკარგავთ. ბრიტანელმა მოთამაშემ სახელი მისი აქტიური, გამაღიზიანებელი და უხეში საუბრის მანერით გაითქვა, რომელსაც ის სათამაშო სტრატეგიის ნაწილად აღიქვამს. Reddit-ის რუბრიკა Ask Me Anything სწორედ ისეთი მოთამაშეებისთვის შეიქმნა, რომლებსაც არც საუბარი უჭირთ და არც კითხვებზე გულახდილი პასუხების გაცემა. უილიამ კასუფი ამ გადაცემის ერთ-ერთი საუკეთესო სტუმარია: 

შენი საუბრის დროს, რომელსაც დარიგების მსვლელობისას იყენებ, რას აქცევ ყურადღებას: ოპონენტების მინიშნებებს, ბოდილენგვიჯს, გამომეტყველებისა და მიმიკების ცვლილებებს? თუ ამ ყველაფერს უბრალოდ მათ გასაღიზიანებლად და შეცდომაში შესაყვანად აკეთებ?

"ჩემი საუბრის მთელი იდეა ოპონენტებისგან ინფორმაციის მიღებაში მდგომარეობს. ყოველთვის ვცდილობ სიტყვები მაქსიმალურად სწორად შევარჩიო და სხვადასხვა ტიპის მოთამაშესთან განსხვავებულად ვილაპარაკო. გამაღიზიანებელი საუბარი საუკეთესო საშუალებაა მოწინააღმდეგე ინტერაქციაში გამოიწვიო, მაშინ, როცა მას ხმის გაცემისა და ინფორმაციის გამჟღავნების არანაირი სურვილი არ აქვს. ზოგმა შეიძლება ხმაც არ ამოიღოს, მაგრამ მათი მოძრაობებით აუცილებლად მიხვდები - რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს? 

იმ ნაწილში, რაც ESPN-ზე გაუშვეს, WSOP-ის მეინ ივენთს ვგულისხმობ, ძირითადად საშუალება მეძლეოდა ადამიანების გრძნობებში და აზრებში ღრმად შევსულიყავი. ამერიკელებისთვის თამაშის ასეთი მანერა უცხოა. მიუხედავად იმისა, რომ მე ტურნირის არცერთი წესი არ დამირღვევია, გაფრთხილება მაინც მივიღე და მთელი მაგიდა ჩემს წინააღმდეგ განვაწყვე."

მიუხედავად კასუფის მტკიცებისა, რომ მან ტურნირის ყველა წესის დაცვით მოახდინა მოთამაშეებთან კომუნიკაციის დამყარება, ბრიტანელმა მოთამაშემ ტურნირის ორგანიზატორებისგან რამდენიმე გაფრთხილება და ჯარიმა მიიღო. 

რუმები

ქართული უცხოური