როზვადოვის WSOP Circuit-ის გამარჯვებული ივან ბანიჩი გახდა
დამღლელი ოთხდღიანი მარათონის შემდეგ, როზვადოვის King's Casino-ში ჩატარებული WSOP Circuit-ის მთავარი ღონისძიების გამარჯვებული ხორვატი ივან ბანიჩი გახდა, რომელმაც WSOP-ის პირველ ოქროს ბეჭედთან ერთად, €232.241 ევროც მოიგო. ფინალურ ჰედს-აპზე, ბანიჩმა, იეჰუდა კოენი დაამარცხა და პირველი ადგილისთვის დაწესებული ფულადი ჯილდოს გარდა, WSOP Global Casino Championship-ის საგზურიც მოიპოვა.
უნდა ითქვას, რომ ფინალური მაგიდის მსვლელობა საკმაოდ დაძაბული, დრამატული და აზარტული სულისკვეთებით გაჯერებული იყო. გადამწყვეტი ჰედს-აპი ბანიჩმა წარმოუდგენლად დიდი ჩიპლიდით დაიწყო - მისი სტეკი, მოწინააღმდეგის სტეკს 9-ჯერ აღემატებოდა. კოენის დასამარცხებლად, ბანიჩს, ზუსტად ორი დარიგება დასჭირდა: პირველ დარიგებაზე კოენმა A5 გადაყარა და სატურნირო სიცოცხლე გაიხანგრძლივა. შესვენებიდან დაბრუნებულმა კი, A8-ით ოლინი გააკეთა, რაზეც მოწინააღმდეგისგან 97-ით ქოლი მიიღო. რივერზე დადებულმა 7-მა ტურნირის ისედაც აშკარა ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა და WSOP-ის ოქროს ბეჭედი, პირველი ადგილისთვის დაწესებულ €232.241 ევროსთან ერთად, ივან ბანიჩს შეხვდა.