როგორ იზრდება პოკერის შერეული თამაშების პოპულარობა

PokerStars-ის ლაივ ტურნირების ორგანიზატორები და მენეჯერები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ პოკერის მსგავს ფესტივალებზე მოთამაშეების განსაკუთრებულ ინტერესს არა დიდი საპრიზო ფონდი, ან არანორმალურად გაზრდილი ლაინ-აფი იწვევს, არამედ გართობისა და ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. "მოთამაშეები გამუდმებით გამოთქვამენ გულისწყვეტას იმაზე, რომ პოკერს ძველი მხიარულება აღარ ახლავს, - ამბობს PokerStars-ის ლაივ ტურნირების დეპარტამენტის უფროსი ნილ ჯონსონი, - ჩვენ სწორედ ამ სიტუაციის შეცვლას ვცდილობთ."

როგორც წესი, დიდი პოკერ-ფესტივალების ორგანიზატორები მოთამაშეების გამხიარულებას ტურბო, ან სუპერ ტურბო ივენთებით ცდილობენ, სადაც იღბლის ფაქტორი გაცილებით გაზრდილი, ხოლო მოთამაშეთა ცოდნის ფაქტორი ბევრად შემცირებულია. სიმართლე რომ ითქვას, პოკერში 'მოღვაწე' ადამიანთა უმრავლესობა წარუმატებელი მოთამაშეა. მათ ნამდვილად არ სურთ პროფესიონალებთან დაპირისპირება, რომელთა წინააღმდეგ შანსი არ აქვთ. ტურბო ტურნირების მოყვარულებს სწორედ გაზრდილი იღბლის ფაქტორი იზიდავთ, რაც ნაკლებად გამოცდილი მოთამაშისთვის მოგების შანსებს ან ზრდის, ან პროფესიონალის შანსებთან ათანაბრებს. მაგრამ ტურბო ივენთების გარდა, მოყვარულების მოსაზიდად, კიდევ ერთი მეთოდი არსებობს - შერეული თამაშები!

ჯეისონ სომერვილის Run It Up ივენთიც სწორედ შერეულ თამაშებს -  ე.წ. 8-გეიმსს ეთმობა, სადაც პოკერის შემდეგი სახეობებია გაერთიანებული: ლიმიტირებული 2-7 ტრიპლ დროუ, ლიმიტირებული ჰოლდემი, ლიმიტირებული ომაჰა ჰაი/ლოუ, რაზი, სევენ-ქარდ სტადი, ლიმიტირებული სტადი ჰაი/ლოუ, ულიმიტო ჰოლდემი და ლიმიტირებული ომაჰა. გარდა ლაივ ტურნირებისა, სომერვილი საკუთარი 'ტვიჩის' არხსაც აქტიურად იყენებს. "საოცარია, მაგრამ ადამიანებს მართლაც მოსწონთ ასეთი ივენთები, - ამბობს სომერვილი, - როცა SCOOP-ს ან WCOOP-ს ვთამაშობ, ჩემს სტრიმს რამდენიმე ათეულათასი მაყურებელი ყავს. მაგრამ ყველაზე მეტ მაყურებელს მაინც ჰაი/ლოუ სტადის ივენთი აგროვებს."

მიმდინარე წლის ზაფხულში, სომერვილმა, მიქსდ-გეიმსის რამდენიმე ივენთი საკმაოდ წარმატებულად ითამაშა, მაგრამ ის დროც აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, როცა სომერვილი მხოლოდ ულიმიტო ჰოლდემს აღიარებდა და პოკერის ნებისმიერი სხვა სახეობის თამაშზე კატეგორიულ უარს ამბობდა. ყველაფერი მისმა მეგობარმა - დენიელ ნეგრანუმ შეცვალა. "როცა ნეგრანუს დავუმეგობრდი, ის მთელი შემართებით ცდილობდა ჩემთვის შერეული თამაშები შეეყვარებინა. მე კი ყოველთვის თავიდან ვიშორებდი. ახლა კი, როცა 30 წელს მივუახლოვდი, მიქსდ-გეიმსი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში გახდა. მივხვდი, რომ ერთი თამაში ძალიან მოსაბეზრებელია. რამდენიმე სახეობასთან მაინც უნდა გქონდეს შეხება. ჰოლდემში თუ AK გყავს, ყველაფერი მარტივია - შენ რეიზს აკეთებ. სტადის სახეობებში კი დინამიკის გამო ყველაფერი იცვლება და გაცილებით უცნაური გადაწყვეტილებების მიღება გიწევს."

ფაქტია, რომ შერეული თამაშების გულშემატკივართა რაოდენობა იზრდება. ჯეისონ სომერვილის მცდელობა PokerStars-ის დახმარებით რეკლამა გაუკეთოს პოკერის სხვა სახეობებს, 'პოკერსტარსის' კონკურენტებმაც გაიზიარეს და ახლა პოკერის სხვადასხვა ფესტივალზე ფართოდაა წარმოდგენილი ნაკლებადპოპულარული სახეობების საიდ-ივენთები. მაკაუში და 'ბელაჯიოს' პრივატულ რუმებშიც კი, სადაც მდიდარი ბიზნესმენები უდიდეს თამაშებს აწყობენ, მიქსდ-გეიმსის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. არავის სურს კაპიუშონწამოხურული, ყურსასმენებიანი 20 წლის მათემატიკური გენიის წინააღმდეგ ბრძოლა. ყველას ურჩევნია თანაბარ შანსებში, თანაბარი ცოდნით, გაზრდილი იღბლის ფაქტორის ხარჯზე მოსინჯოს საკუთარი ძალები. 

რუმები

ქართული უცხოური