3 ნოემბერს ჩედ ბრაუნის სახელობის საქველმოქმედო ტურნირი გაიმართება

3 ნოემბერს, ნიუ ჯერსიში, ლეგენდარული მოთამაშის, ჩედ ბრაუნის სახელობის ტურნირი გაიმართება. "ჩემთვის დიდი პატივია ამ ღონისძიების Atlantic City-ში ჩატარება, - ამბობს ჯენიფერ ვინთერი, ივენთის მენეჯერი და ჩედ ბრაუნის დიდი ხნის მეგობარი, - ეს ტურნირი ჩედის იმ მეგობრებს მისცემს მისთვის პატივის მიგების საშუალებას, რომლებიც WSOP-ის ფესტივალსა ან სხვა დიდ ტურნირებში არ ღებულობენ მონაწილეობას."

ღონისძიება, რომელიც Atlantic City-ში გაიმართება, PokerStars-ის მხარდაჭერით ტარდება. საღამოს წამყვანის რანგში დენიელ ნეგრანუ მოგვევლინება. ტურნირი მიზნად ისახავს თი ჯეი მარტელის ფონდისთვის ფინანსური სახსრების მოზიდვას, რომელიც ლეიკემიის, შიდსისა და კიბოს წინააღმდეგ ილაშქრებს. "ჩედი ჩემი მეგობარი იყო, ისე როგორც ტურნირში მონაწილე სხვა უამრავი მოთამაშისა, - თქვა ნეგრანუმ, - ჩემთვის დიდი პატივია მისი სახელობის საღამოს გაძღოლა. განსაკუთრებით სასიხარულო კი ის არის, რომ ჩედ ბრაუნის სახელობის ტურნირი, ქველმოქმედების მიზნით, პოკერის რამდენიმე სხვადასხვა და კონკურენტ კომპანიას თანამშრომლობისა და თანადგომისკენ უბიძგებს. 

ტურნირის ბაი-ინი $200 დოლარი იქნება. საპრიზო ფონდის 50% თი ჯეი მარტელის ფონდში გადაირიცხება, რომლის აქტიური მხარდამჭერი და ქომაგი სწორედ ჩედ ბრაუნი იყო. საპრიზო ფონდით გათვალისწინებული ფულადი ანაზღაურების გარდა, გამარჯვებულს $5.000 დოლარიანი PokerStars Championship Bahamas მეინ ივენთის საგზური, $3.200 დოლარიანი PPC Aruba მეინ ივენთისა და $500 დოლარიანი WPT Experience-ის ადგილები ელოდება. 

მიუხედავად იმისა, რომ მის ანგარიშზე WSOP-ის არცერთი სამაჯური არ ირიცხება, ბრაუნი მსოფლიო პოკერის ელიტაში განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა. ის რამდენიმე წლის განმავლობაში PokerStars-ის სახედ ითვლებოდა. 2007 წლის NBC National Heads-Up Poker Championship-ზე, ჩედ ბრაუნმა, იოშ ნაკანო, გეიბ კაპლანი, ბრედ ბუთი, კრისტი გეიზისი და გევინ სმიტი დაამარცხა და ფინალურ მაგიდაზე თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც გამარჯვება პოლ ვასიკას დაუთმო. ჩედ ბრაუნი 52 წლის ასაკში, ლიპოსარკომის დიაგნოზით გარდაიცვალა. 

რუმები

ქართული უცხოური