იაკუბ მიშალაკი EPT Malta High Roller-ის გამარჯვებული გახდა
PokerStars.com EPT Malta-ს ფარგლებში ჩატარებული €10.300 ევროიანი ერთდღიანი ჰაიროლერ ტურნირზე 64 მოთამაშე დარეგისტრირდა. პირველივე დღესვე ტურნირს 20 მოთამაშე გამოეთიშა, თუმცა ოცივემ, მეორე დღისთვის დაგეგმილ სტარტზე, რე-ბაის საშუალებით, პირველი ადგილისთვის დაწესებული €224.100 ევროსთვის ბრძოლა თავიდან დაიწყო.
ტურნირის გამარჯვებული WCOOP-ის ფინალისტი და ISPT-ის ჩემპიონი - პოლონელი იაკუბ მიშალაკი გახდა, რომელმაც სამ მოთამაშეს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე €178.133 ევრო მიიღო. ტურნირის მოგება მით უფრო მნიშვნელოვანი და დასაფასებელი გახდა, როცა გაირკვა, რომ მიშალაკს ისეთი მოთამაშეები დაუპირისპირდებოდნენ, როგორებიც სტივ ო'დუაიერი, სკოტ სივერი, პრატიუშ ბუდიგა და ადრიან მატეოსი არიან.
ფინალური ჰედს-აპი, პოლონელმა მოთამაშემ, ანდერდოგის სტატუსით დაიწყო. მიუხედავად როკო პალუმბოს ჩიპლიდისა, მიშალაკმა მის წინააღმდეგ უკეთესი ორი წყვილით გაილაშქრა, რაც სტეკების ცვლილებებისთვის გადამწყვეტი დარიგება აღმოჩნდა. შორტსტეკად დარჩენილმა იტალიელმა, მართალია გაორმაგება შეძლო, მაგრამ მის სტეკს რეალური ბრძოლისუნარიანობა დაკარგული ჰქონდა და საბოლოოდ K9-ით, მიშალაკის 22-ის წინააღმდეგ დამარცხდა.
საბოლოოდ ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
| პოზიცია | მოთამაშე | ქვეყანა | საპრიზო თანხა |
| 1 | იაკუბ მიშალაკი | პოლონეთი | €178.133 |
| 2 | როკო პალუმბო | იტალია | €138.736 |
| 3 | ჩარლი კარელი | დიდი ბრიტანეთი | €170.753 |
| 4 | ორფენ ქიშაჯიქოღლუ | თურქეთი | €80.250 |
| 5 | სკოტ სივერი | აშშ | €63.550 |
| 6 | ბეჰზად აჰადპური | ირანი | €49.700 |
| 7 | პრატიუშ ბუდიგა | აშშ | €39.100 |
| 8 | ადრიან მატეოსი | ესპანეთი | €30.550 |
| 9 | მორტენ მორტენსენი | დანია | €23.200 |
| 10 | სტივ ო'დუაიერი | ირლანდია | €20.400 |
| 11 | დიეგო ზაიტერი | არგენტინა | €20.400 |





