დაგ პოლკი ნეგრანუს წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ილაშქრებს

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჰედს-აპ მოთამაშე, დაგ WCG|Rider პოლკი დენიელ ნეგრანუს კიდევ ერთხელ უპირისპირდება. ამჯერად, პოლკის გაღიზიანება ნეგრანუს განცხადებამ გამოიწვია, სადაც ის PokerStars-ის მიერ რეიკის გაზრდის იდეას მხარს უჭერს და ამას დამწყები მოთამაშეებისთვის სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯად თვლის. 

PokerStars-ის სახე და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოთამაშე, დენიელ ნეგრანუ, რამდენიმე დღის წინ რიკარდ აბერგის შოუში გამოჩნდა, სადაც მან PokerStars-ის გაზრდილი საკომისიოს დადებითი ფაქტორები ახსნა. დაგ პოლკი, თავის ყოველკვირეულ ონლაინ-გადაცემაში, შეეცადა ნეგრანუს მიერ მოყვანილი არგუმენტები გაენალიზებინა, მაგრამ რამდენიმე ირონიული არგუმენტის შემდეგ, მისი კოლეგის ლოგიკას უსაფუძვლო და სულელური უწოდა. 

'2+2 ფორუმზე' კი მაშინვე გაჩნდა ნეგრანუს მისამართით გაკეთებული პოსტები, რომლებიც შემდეგ შინაარსს ატარებდნენ:

"ეს ადამიანი პოკერის ყველა მოთამაშეს შეურაცხყოფს. ის კორპორატიული მარიონეტია, რომელიც ხალხისგან მიღებულ ფულს აგროვებს."

"ეს ყველაფერი საზიზღრობაა! სამწუხაროა, რომ ამ ადამიანის პოკერის ინდუსტრიიდან გაძევებაზე კენჭისყრისა და ხმის მიცემის საშუალება არ გვაქვს!"

"კარგი იქნებოდა, ყველა იმ კონდენტის დაბლოკვის საშუალება გვქონდეს, სადაც სიტყვა ნეგრანუ არის გამოყენებული. სამარცხვინო ფაქტია, რომ პოკერის ინდუსტრიას ასეთი ადამიანები წარმოადგენენ."

გასათვალისწინებელია, რომ სხვა კომენტარები და პოსტები გაცილებით მძიმე შინაარსს ატარებდნენ და არანორმატიული ლექსიკის გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, მათი გამოქვეყნებისგან თავს შევიკავებთ. 

დაგ პოლკის უკანასკნელი გამოშვების სრული ვიდეოს ნახვა ქვემოთ მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ:

რუმები

ქართული უცხოური