ბლიც ინტერვიუ მაიკ მატუსოუსთან
პოკერის სამყაროში ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი რესპონდენტი, რა თქმა უნდა, მაიკ მატუსოუა - მოთამაშე, რომლის ზედმეტსახელი The Mouth თავად მეტყველებს მის ხასიათზე. WSOP-ის 4 სამაჯურის მფლობელი და NBC National Heads-Up Championship-ის გამარჯვებული, ნებისმიერ თემაზე დაუფარავად და პირდაპირ, ყოველგვარი კორექტულობის დაცვის გარეშე საუბრობს. PokerNews-ის ჟურნალისტმა, სარა ჰერინგმა, თავისი ცნობილი რუბრიკა Calling the Clock მაიკ მატუსოუსთან ერთ-ერთი ტურნირის შესვენების დროს ჩაწერა. ჩვენ სწორედ ამ 2 წუთიან ინტერვიუს გთავაზობთ:
პოკერის ინდუსტრიის რომელ წარმომადგენელთან იჩხუბებდი?
დენიელ ნეგრანუსთან. მაგრამ ის მაინც მიყვარს.
ვისთან იჩხუბებდი პოკერის სამყაროს გარეთ?
ჩემს მეგობარ გოგოსთან.
რა რჩევას მისცემდი ახალგაზრდა მაიკ მატუსოუს?
დააფასე ნებისმიერი გარემოება; პატივი ეცი ოპონენტებს; კარტი გაგამდიდრებს, ეგო გაგაკოტრებს.
მუსიკალურ ფესტივალს რომ ატარებდე, ვის მოიწვევდი ჰედლაინერად?
ალბათ, პრალად ფრაიდმანს. ამასწინათ მისი ვიდეო ვნახე, არაჩვეულებრივი იყო.
რომელი მიღწევით ამაყობ ყველაზე მეტად?
2013 წელს NBC Heads-Up-ის მოგებით.
ჯენიფერ ანისტონი თუ ანჯელინა ჯოლი?
ჯენიფერ ანისტონი!
კატები თუ ძაღლები?
კატები. მე ოთხი კატა და ერთი ძაღლი მყავს.
ვინმეს პოკერის სხვა მოთამაშეში თუ არევიხარ?
არა, მე განუმეორებელი ვარ!
რომელი კითხვა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
როდის მიბრუნებ ჩემს ფულს?
რომელი სატელევიზიო გადაცემის გმირი გახდებოდი?
Fox News-ის.
ვინაა ყველაზე ახლო მეგობარი პოკერის ინდუსტრიიდან?
პოკერში მეგობრები არ მყავს, სამწუხაროდ.
'ტვიტერი' თუ 'ინსტაგრამი'?
რამდენადაც 'ინსტაგრამი' არასდროს მქონია, 'ტვიტერი' უნდა ვთქვა.
ყველაზე ცნობილი ადამიანი, ვისი ტელეფონიც ნომერიც გაქვს?
მაიკლ ფელპსი.





