€1.000.000 One Drop Extravaganza-ს გამარჯვებული ელტონ ცანგი გახდა
სამდღიანი თავბრუსდამხვევი ტურნირი, რომლის ბაი-ინი €1.000.000 ევროს შეადგენდა, კანადელი ელტონ ცანგის გამარჯვებით, გუშინ დასრულდა. ელტონ ცანგი, რომელმაც პირველი ადგილისთვის €11.111.111 ევრო მიიღო, მსოფლიო ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშეების რეიტინგში 3000-ე ადგილიდან 21-მდე დაწინაურდა. კანადელი მოთამაშე, რომელიც ამჟამად ჰონგ კონგში ცხოვრობს, საკმაოდ რთულ მაგიადზე მოხვდა - 28 მოთამაშიდან, ფინალურ მაგიდაზე ენდრიუ პენტლინგი, ჯეიმს ბორდი, რიკ სალომონი, ჰარალაბოს ვულგარისი, კერი კატზი, ბრენდონ სტივენი და ანატოლი გურტოვოი გავიდნენ.
| პოზიცია | მოთამაშე | ქვეყანა | საპრიზო თანხა |
| 1 | ელტონ ცანგი | ჰონგ კონგი | €11.111.111 |
| 2 | ანატოლი გურტოვოი | რუსეთი | €5.427.781 |
| 3 | რიკ სალომონი | აშშ | €3.000.000 |
| 4 | ჯეიმს ბორდი | დიდი ბრიტანეთი | €2.100.000 |
| 5 | კერი კატზი | აშშ | €1.750.000 |
| 6 | ენდრიუ პენტლინგი | კანადა | €1.500.000 |
რამდენიმე მასიური ბანკის მოგების შემდეგ, ელტონ ცანგი გამოკვეთილი ჩიპლიდერი გახდა, რამაც მისი ჰედს-აპამდე მისასვლელი გზა გარანტირებულად აქცია. ფინალურ ორთაბრძოლაში, ცანგი, რუს ბიზნესმენს, ანატოლი გურტოვოის დაუპირისპირდა, თუმცა კანადელის სტეკი მეტოქისას ორჯერ აღემატებოდა. ტურნირი მალევე დასრულდებოდა, რომ არა ბორდის უცნაური განლაგება: 965 ფლოპზე, ანატოლი გურტოვოიმ, ტოპ წყვილითა და ტოპ კიკერით, მთლიანი სტეკი შეიტანა მაგიდაზე, რაზეც ცანგმა ტოპ ორი წყვილით უპასუხა, მაგრამ ბორდზე სთრეითი დაიდო, რაც მოთამაშეებს თანაბარ პირობებს ანიჭებდა. ამიტომაც ბრძოლა არ შეჩერებულა.
რუსმა რამდენჯერმე მოახერხა გაორმაგება, მაგრამ საბოლოოდ Q
3
4
2
ბორდზე A
5
-ით ოლ ინ სიტუაციაში აღმოჩნდა, ცანგის 6
5
-ის წინააღმდეგ, რამაც ტურნირის გამარჯვებულისა და პოკერის ისტორიაში რიგით მესამე უდიდესი საპრიზო ანაზღაურების მფლობელის ვინაობა გამოააშკარავა.





