ჟან-რობერ ბალანდი 'ჯუმანჯის' გადასაღებ მოედანზე; ჯეფ გროსი და ჯეიმი სტეპლსი საქველმოქმედო აქციაში ერთვებიან

რამდენიმე დღის წინ, ვეტერანი ჰაი სტეიკს რეგულარი, ჟან-რობერ ბალანდი მხატვრული ფილმის - "ჯუმანჯის" გადასაღებ მოედანს სტუმრობდა, სადაც WWE-ისა და ჰოლივუდის ლეგენდას, დუეინ ჯონსონსა და მსახიობ კევინ ჰარტს შეხვდა. ამჟამად "ჯუმანჯის" მეორე ნაწილს იღებენ, რომელიც 1995 წელს გამოსული იგივე სახელწოდების ფილმის სიქველი იქნება. ფილმი ჰოლივუდისა და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კინოვარსვკლავის, რობინ უილიამსის ხსოვნას მიეძღვნება. რობინ უილიამსმა, 1995 წელს გამოსულ ფილმში, ალან პერიშის როლით მსოფლიო კინემატოგრაფს კიდევ ერთი დაუვიწყარი სახე აჩუქა. 

დუეინ ჯონსონთან და კევინ ჰარტთან გატარებული დრო მართლაც სახალისო უნდა იყოს, თუმცა ჟან-რობერ ბალანდისთვის ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პოკერის პროფესიონალი მოთამაშე ჯუნგლებში ხვდება - 2007 წელს მან მონაწილეობა მიიღო რეალითი შოუში The Survivor, რომლის გადაღებები ჯუნგლებში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. შოუში ჟან-რობერმა მე-9 ადგილი აიღო. მიმდინარე წლის WSOP-ზე პოკერის ვეტერანმა ვერცერთ ტურნირზე ვერ მოახერხა ფულში შესვლა, მაგრამ გასული წლის $50.000 დოლარიან Poker Players' Championship-ზე, მეორე ადგილისთვის, მან $750.000 დოლარი მიიღო. 

გასული 5 დღის განმავლობაში, ონლაინ პოკერის გრაინდერები - ჯეფ გროსი, ჯეიმი სტეპლსი, კევინ მარტინი და ჯეიმი სტეპლსის ძმა, მეთი უცნაურ მარათონში ჩაებნენ: მოთამაშეები, 12 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით, Twitch-ის დახმარებით, საკუთარი თამაშის ტრანსლირებას 24 საათის განმავლობაში შეუწყვეტლად ახდენდნენ. მიზეზი მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი - ლეგენდარული მოცურავის, 25 ოლიმპიური მედლის მფლობელის, მაიკლ ფელპსის საქველმოქმედო ფონდისთვის ფულის შეგროვება იყო. მოთამაშეების გუნდმა აქცია ჯეფ გროსის გავლენით წამოიწყო, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა ფელპსთან ერთად, რამაც მისი და მოცურავის დაახლოებასა და საუკეთესო მეგობრებად ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. 

რუმები

ქართული უცხოური