ლონდონურ 888 ლაივზე ანტონიო ესფანდიარი და მაიკლ მიზრაქი ითამაშებენ

თუ ფეხბურთის გულშემატკივარი ხართ, სავარაუდოდ, მესისთან ან რონალდოსთან ერთად თამაშს, თანაც პროფესიონალურ შეხვედრაში, ვერასდროს შეძლებთ. პოკერი სპორტის სხვა სახეობებისგან იმით განსხვავდება, რომ ტურნირის ბაი-ინის გადახდის შემთხვევაში, თქვენ საშუალება გეძლევათ თქვენს კუმირთან ერთად დიდი ტურნირის მაგიდასთან აღმოჩნდეთ და მის წინააღმდეგ ითამაშოთ. რა თქმა უნდა, დიდ ტურნირებს დიდი ბანკროლიც ესაჭიროება, მაგრამ 888 Live London Poker Festival მსგავსი ოცნების ასრულების საშუალებას ნამდვილად იძლევა. 

ანტონიო ესფანდიარიმ და მაიკლ მიზრაქიმ, საკუთარი 'ტვიტერის' გვერდებზე, 888 ლაივზე დასწრება დააანონსეს, რაც სპორტის უამრავი გულშემატკივრისთვის პოკერის ლონდონურ ფესტივალზე მისვლის კიდევ ერთი მიზეზი იქნება. სერიები $300 დოლარიანი საწყისი ივენთით გაიხსნება, რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდი $135.000 დოლარს შეადგენს (£100.000). მთავარი მოვლენა $1.080 დოლარიანი ტურნირია, $265.000 (£200.000) გარანტირებული საპრიზო ფონდით. ასევე იგეგმება $2.850 დოლარიანი ჰაი როლერ ივენთი, რომელიც ნამდვილად მიიზიდავს ბრიტანელ ჰაი სტეიკს რეგულარებს. 

მანამდე კი ანტონიო ესფანდიარისა და მაიკლ მიზრაქის სტატისტიკას გავეცნოთ:

ანტონიო ესფანდიარი 
საერთო კარიერული მოგება$27.314.975
საუკეთესო ანაზღაურება$18.346673 One Drop WSOP
საერთაშორისო რეიტინგი გამომუშავების მიხედვით3
აშშ რეიტინგი გამომუშავების მიხედვით2
Global Poker Index206
WSOP-ის სამაჯური3
WPT-ის ტიტული2

 

მაიკლ მიზრაქი 
საერთო კარიერული მოგება$15.373.091
საუკეთესო ანაზღაურება$2.332.992
საერთაშორისო რეიტინგი გამომუშავების მიხედვით15
აშშ რეიტინგი გამომუშავების მიხედვით10
Global Poker Index261
WSOP-ის სამაჯური3
WPT-ის ტიტული2

 

რუმები

ქართული უცხოური