ტომ დუანი და დენიელ კეიტსი ერთმანეთს მანილაში შეხვდებიან

როგორც somuchpoker.com-ზე გამოქვეყნებული სტატია იუწყება, ნოემბერში, ფილიპინების დედაქალაქში, Triton Super High Roller Series დაბრუნდება. სერიების პირველი სეზონის $200.000 დოლარიანი მეინ ივენთი ფედორ ჰოლცმა მოიგო. დაგეგმილი სეზონი მოიცავს KH$200.000 6-მაქს ტურნირს ($25.700) და HK$500.000 8-მაქს მეინ ივენთს ($64.000). ორივე ივენთი, ტურნირის მონაწილეებს, შეუზღუდავი რაოდენობის რე-ბაის გაკეთების საშუალებას აძლევს. 

პოკერის ფესტივალი 3 ნოემბერს აიღებს სტარტს და 7 ნოემბრამდე გაგრძელდება. სერიების მასპინძელი, ფილიპინების დედაქალაქში - მანილაში არსებული Solaire Casino Resort იქნება, რომელიც ღონისძიების ჩატარებას კაზინოში ახლადგახსნილ Poker King Club-ში გეგმავს. 

Poker King Club-ის პრეზიდენტი, ვინფრედ იუ, ტურნირზე დასწრების მსურველი რამდენიმე დიდი მოთამაშის სახელს აცხადებს, რომელთა შორისაც ჯონ ჯუანდა, დენიელ კეიტსი და ლეგენდარული ტომ დუანიც არიან. ტომ დუანის გარშემო უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს - მის გამოჩენას მთელი პოკერის სამყარო ელოდება. განსაკუთრებულ აჟიოტაჟს ის ფაქტი იწვევს, რომ მანილაში შესაძლოა Durrrr Challenge გაგრძელდეს, რომელიც ტომ დუანის სურვილით გაურკვეველი ვადით გადაიდო და აქამდე არ აღდგენილა. როგორც ცნობილია, ჰედს-აპი დენიელ კეიტსის სასარგებლოდ მიმდინარეობდა. 

რუმები

ქართული უცხოური