საფრანგეთი ონლაინ პოკერის ბაზრის გახსნას აპირებს

სექტემბრის დასაწყისში, პარიზში, ევროპის რამდენიმე ქვეყნის სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი სტრუქტურების შეხვედრა მოეწყო, სადაც საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიის, პორტუგალიისა და ავსტრიის წარმომადგენლებმა ტოტალიზატორების ანალიზზე, ფულის გათეთრებისა და ფინანსური ტერორიზმის თავიდან აცილების გზებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე, ასევე, განხიულული იყო აღნიშნული ქვეყნების ონლაინ პოკერის განცალკევებული ბაზრების გაერთიანების გეგმა, რომელიც სათამაშო ინდუსტრიის კანონმდებლებს მოთამაშეებისთვის უსაფრთხო პირობების შექმნასა და რისკების შემცირებაში დაეხმარებოდათ. 

უკანასკნელი ინფორმაციით ცნობილი ხდება, რომ საფრანგეთმა, ბაზრების გაერთიანების თაობაზე, უკვე დაასრულა ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, ფრანგ მოთამაშეებს საშუალება ექნებათ ევროპის სხვა ქვეყნების ლიცენზირებულ პოკერ-რუმების მომსახურებით ისარგებლონ, რაც მოთამაშეთა 'ბრძოლის არეალს' წარმოუდგენლად გაზრდის. რამდენიმე წლის წინ, საფრანგეთის მთავრობის მიერ ონლაინ პოკერის გამოყოფისა და ევროპული ბაზრიდან განცალკევების შემდეგ, ქვეყნის ბიუჯეტს, სათამაშო ბიზნესიდან შემოსული შემოსავლების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი დანაკლისი დაეტყო. სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრას ცდილობს ქვეყნის ამჟამინდელი მმართველობა. 

კანონპროექტის საბოლოოდ დამტკიცება და ძალაში შესვლა შემდეგი ორი კვირის განმავლობაში იგეგმება. კანონის მიღების შემდეგ, ცვლილებები შეეხება არამხოლოდ ონლაინ პოკერს, არამედ ფრანგული აზარტული თამაშებისა და ტოტალიზატორების ონლაინ სივრცესაც, რაც მომხმარებლებისთვის გაცილებით მეტ შესაძლებლობასა და უსაფრთხოებას გულისხმობს. 

რუმები

ქართული უცხოური