PartyPoker ცვლილებებს ახორციელებს; დაგ პოლკმა WCOOP-ის გამარჯვებულის სპონსორობა აღიარა

სულ რამდენიმე კვირის წინ, PartyPoker-ის ვებ-გვერდსა და ბლოგზე ახალი ინფორმაცია გაჩნდა იმის შესახებ, რომ პოკერ-რუმი გარკვეული რეფორმების გატარებას გეგმავდა. რუმის ხელმძღვანელობის განმარტებით, ისინი ორი ძირითადი ტიპის ცვლილებას აპირებენ: გაუქმდება ე.წ. seating scripts, ხოლო დარიგებების ისტორიები ანონიმური გახდება. 

seating scripts - ონლაინ პოკერ-რუმებზე მორგებული არც ისე ახალი გამოგონებაა, რომელიც მოთამაშეს წინასწარ არჩეული პრეფერენციებით საუკეთესო მაგიდაზე დაჯდომის საშუალებას აძლევს. უამრავი ონლაინ გრაინდერი გამოთქვამდა პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მსგავსი პროგრამები ონლაინ პოკერს დიდ საფრთხეს უქმნიდნენ, რადგან მოთამაშის მიერ მისთვის შესაფერისი მაგიდის არჩევანი, თამაშის მსგავსად, გამოცდილებას უნდა ეყრდნობოდეს და არა რომელიმე პროგრამას. 'ფართიპოკერის' ხელმძღვანელების განცხადებით, იმისთვის, რომ მოთამაშეები თანაბარ პირობებში აღმოჩდნენ, პოკერ-რუმი უფლებას იტოვებს აკრძალოს ნებისმიერი სახის seating script, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც მოთამაშეს შეტყობინება გაეგზავნება, ხოლო შემდეგ მისი ექაუნთი დაიბლოკება. ამასთანავე, იგეგმება ისტორიის გაანონიმურება, რაც შემდეგს გულისხმობს: მოთამაშეებს კვლავაც შეეძლებათ ნათამაშები ხელების გადმოწერის საშუალება, რათა წარსული ხელების ანალიზი მათი თამაშის დასახვეწად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მაგრამ ისტორიის გადმომწერს სხვა მოთამაშეების ნიკებზე წვდომა არ ექნება, რაც პოკერ-რუმის მომხმარებლებს ანალიტიკური პროგრამების მათ წინააღმდეგ გამოყენებისა და მათი თამაშის სტილის შესწავლისგან დაიცავს, რაც ისევ ადამიანის საქმედ დარჩება და არა კომპიუტერული პროგრამის. 

თავის ახალ ვიდეო ბლოგში, დაგ პოლკმა, კანადაში მოგზაურობასა და WCOOP-ზე მომხდარ ამბებზე ისაუბრა. მისი თქმით, კანადური ვოიაჟი წარმატებული აღმოჩნდა და მან წერტილი დაუსვა პოლკის $2 მილიონიან დაუნსვინგს. პოლკის თქმით, მან, WCOOP-ის სერიები საკმაოდ ცუდად დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით რამდენიმე საპრიზო ადგილი დაიკავა, მათ შორის - $10.3 დოლარიან ჰაი როლერ ტურნირზე მეორე ადგილი, რომლისთვისაც $455.000 დოლარი მიიღო. იონას ლაუკის მიერ WCOOP-ის $5.000 დოლარიანი მეინ ივენთის მოგების შემდეგ გავრცელებული ხმების თანახმად, ლაუკი სწორედ დაგ პოლკის მიერ იყო დასპონსორებული. ვიდეო ბლოგშიც და 'ტვიტერზეც' პოლკმა ხმამაღლა განაცხადა იმის შესახებ, რომ გამარჯვებულის ბაი-ინში, და შესაბამისად მოგებაშიც, მას უდიდესი წვლილი ჰქონდა შეტანილი, რაც მისი დაუნსვინგის დასრულების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. 

რუმები

ქართული უცხოური