WCOOP მეინ ივენთის გამარჯვებული გერმანელი იონას ლაუკი გახდა

28 სექტემბერს დასრულდა World Championship of Online Poker-ის (WCOOP) სერია, რომელიც რამდენიმე ათეულ ტურნირთან ერთად, მთავარ მოვლენას - $5.000 დოლარიან მეინ ივენთსაც მოიცავდა. მიმდინარე წლის ჩემპიონი გერმანელი პროფესიონალი მოთამაშე, იონას ლაუკი გახდა, რომელმაც 2.091 მოთამაშეს შორის საუკეთესო შედეგისთვის COOP-ის პირველი ტიტული და $1.517.541 დოლარი მიიღო. WCOOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებულების სიას, რომელთა შორის ფედორ ჰოლცი, ევგენი ტიმოშენკო, კარტერ კინგი და ჯეისი ტრენი შედიან, ახლა იონას ლაუკის სახელი დაემატა. 

როგორც PokerStars.com-ის ბლოგი იუწყება, ფინალური მაგიდა ჰოლანდიელი uknowProsky-ის ჩიპლიდით დაიწყო, რომელიც 100-მდე ბიგ ბლაინდს ფლობდა. იონას ლაუკისთვის კი ფინალური მაგიდის სტარტი ძალიან მძიმე აღმოჩნდა, როდესაც AK-ით პოლონელი Olorionek-ის AQ-ის დაუპირისპირდა და რივერზე დადებული Q-ის წყალობით მძიმე გასაჭირში ჩავარდა. მაგრამ ცოტა ხანში გემრანელმა ავსტრიელი Gambler4444-ის წინააღმდეგ გაორმაგება შეძლო და დაკარგული სტეკი უკან დაიბრუნა. 

გადამწყვეტი ორთაბრძოლა, ლაუკმა, 3-2-იანი ჩიპლიდით დაიწყო. მაგრამ მისმა მეტოქემ, ბრიტანელმა 0409479-მ, რომელიც 60 ბიგ ბლაინდს ფლობდა, მოახერხა უპირატესობის მოპოვება. უნდა ითქვას, რომ ერთსაათიანი ჰედს-აპის დროს, ორივე მოთამაშე თმობდა და კვლავ იბრუნებდა ჩიპლიდერის პოზიციას. საბოლოოდ, პრეფლოპზე გამართული ომის შემდეგ, ბრიტანელმა AQ-ით ოლ ინი გააკეთა, რასაც  AK-ით შეიარაღებული ლაუკისგან ქოლი მოჰყვა და K5278 ბორდის წყალობით გამარჯვება სწორედ მას დარჩა. ამ დიდ გამარჯვებამდე, გერმანელი მოთამაშის სატურნირო მოგება $1.3 მილიონ დოლარს შეადგენდა, WCOOP-ის წყალობით კი მის კარიერაში უდიდესი თარიღი გაჩნდა. 

თეგები
პოკერი WCOOP

რუმები

ქართული უცხოური