ფრანგი ექიმი ერთდროულად WCOOP-ის ორ ტურნირს იგებს

ონლაინ გამოცემების მთავარი ყურადღება PokerStars-ზე მიმდინარე WCOOP-ის სერიებს ეთმობა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, დაბალი ბაი-ინის მქონე მინი WCOOP-ზე განვითარებულმა მოვლენებმა დიდი ტურნირების გარშემო მიმდინარე აჟიოტაჟი სრულად გადაფარა: ფრანგმა ექიმმა, ივან რობერტსმა, WCOOP-ის დაბალი ბაი-ინის ორი ტურნირი ერთდროულად, რამდენიმესაათიანი სხვაობით მოიგო. 

რობერტსი, ამჟამად, პრაღაში ცხოვრობს. ის, საათნახევრიანი ინტერვალით, WCOOP-ის $2.20 და $11 დოლარიან ივენთებზე დარეგისტრირდა. პირველ ტურნირს 18.856 ენტრანტი ჰყავდა. წარმოდგენის შესაქმნელად, თუ რას გაუმკლავდა ფრანგი მოყვარული მოთამაშე, მხოლოდ იმის ცოდნაც კმარა, რომ WSOP-ის მეინ ივენთზე სამჯერ ნაკლები რაოდენობის მოთამაშე რეგისტრირდება, ხოლო მის გამარჯვებულს მსოფლიო ჩემპიონად აღიარებენ. ივან რობერტსმა $2.20 დოლარად $3.509-ის მოგება შეძლო. მეორე ივენთი, რომლის გამარჯვებულიც ასევე ფრანგი მოთამაშე გახდა, 11.982 მოთამაშეს მოიცავდა. ბაი-ინის "სიძვირის" გამო, რობერტსის მოგებამ უკანასკნელ ტურნირში $15.604 დოლარი შეადგინა. საბოლოოდ, $13.20 დოლარად, ფრანგმა ექიმმა $19.113 დააგროვა, რაც მიკრო ლიმიტების რეგულარისთვის არაჩვეულებრივი შედეგია. 

უნდა ითქვას, რომ წარსულში, რობერტსის კარიერა მსგავსი აპსვინგებით არასდროს გამოირჩეოდა.რამდენიმეთვიანი შრომის შემდეგ, მან, $7.000 დოლარიანი ბანკროლის შეგროვება შეძლო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ალკოჰოლით გათამამებულმა $5/$10 ლიმიტზე ბედის მოსინჯვა სცადა, ხანგრძლივი შრომის შედეგი რამდენიმე წუთში გაურკვეველი მიმართულებით გაქრა. 

წარსულში დაშვებული მტკივენული შეცდომების მიუხედავად, ივან რობერტსმა დაკარგული ბანკროლის გაორმაგება მაინც შეძლო. PokerStars-მა კი, მიკროგრაინდერს, შრომა იმით დაუფასა, რომ მას WCOOP-ის $5.000 დოლარიან ტურნირზე უფასო ადგილი აჩუქა. ივენთზე, სავარაუდოდ, დაახლოებით 2000-მდე მოთამაშე იქნება დარეგისტრირებული, რაც ფრანგი ექიმისთვის სრულიად უსაფრთხო, საოჯახო თამაშიც შეიძლება აღმოჩნდეს. 

რუმები

ქართული უცხოური