PokerStars ახალ ცვლილებებს გეგმავს

გასულ პარასკევს PokerStars-ის ონლაინ ბლოგზე ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს უდიდესი პოკერ-რუმი VIP სისტემასთან დაკავშირებით ახალ ცვლილებებს გეგმავს. ცვლილებების მიზეზი, კვლავაც, დამწყები და მოყვარული მოთამაშეების მოზიდვაა.
მიუხედავად იმისა, რომ დეტალები ჯერჯერობით უცნობია, სათამაშო ინდუსტრიის ანალიტიკოსები საკმაოდ მკაცრად უყურებენ დაგეგმილ ცვლილებებს და პირველ რიგში აქცენტს PokerStars-ისა და კომპანიის მომხმარებლებს შორის კომუნიკაციაზე აკეთებენ. გასული წლის შეცდომას თუ გავითვალისწინებთ, PokerStars-მა, 2016 წლისთვის დაგეგმილი ცვლილებების სახით, სრული კრახი განიცადა, რაც მისკომუნიკაციითა და VIP სისტემის ფორსმაჟორულ რეჟიმში განხორციელებით აიხსნება. უამრავმა მოთამაშე იძულებული გახდა მთლიანი ბანკროლი გამოეტანა და ახალი პოკერ-რუმი მოეძებნა. 
რა თქმა უნდა, PokerStars-ის მთავარი და ლეგიტიმური მიზანი, რომლის გამოც მსგავსი მტკივნეული რეფორმები ხორციელდება, ახალი მომხმარებლის მოზიდვაა - მის გარეშე ვერც პოკერ-რუმი იარსებებს და ვერც ონლაინ გრაინდერი, რომელსაც მუდმივი საკვები სჭირდება დამწყები მოთამაშის სახით. მაგრამ ნაკლებსავარაუდოა, რომ დაგეგმილი და ჯერ კიდევ გაუხმაურებელი ცვლილებებით PokerStars-ის რეგულარული მოთამაშეები აღტაცებულები დარჩნენ. 
ძირითადი ცვლილება, რასაც პოკერ-რუმი გეგმავს, VIP სისტემას შეეხება, რომელიც სავარაუდოდ გაერთიანდება და მომხმარელებელი პოკერში, კაზინოსა და ტოტალიზატორზე გაკეთებული ფსონებით, საერთო რაოდენობის ქულების დააგროვებს. სწორედ ამ ქულებზე იქნება დამოკიდებული მისი რეიქ-ბექი და სხვა პრივილეგიები, რომელსაც პოკერ-რუმი მომხმარებელს სთავაზობს. კარგი ამბავი კი ისაა, რომ VIP ქულების ყოველთვიური გაუქმება აღარ მოხდება. როგორც PokerStars-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ვიცე-პრეზიდენტი, ერიკ ჰოლრეიზერი განმარტავს, ახალი VIP სისტემა გაცილებით პერსონალური და მოთამაშის ისტორიაზე მორგებული გახდება. 

რუმები

ქართული უცხოური