ფედორ ჰოლცი კიდევ ერთი ტურნირის სათავეში, $1 მილიონიანი მოგებით

ონლაინ პოკერის ისტორიაში, PokerStars-ზე მიმდინარე WCOOP-ის სერიების ფარგლებში გამართული $102.000 დოლარიანი ივენთი, ყველაზე ძვირადღირებულ ტურნიდად ითვლება. ტურნირის ფინალურ სტადიაზე 6 მოთამაშე იყო დარჩენილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფულში შესასვლელად კიდევ 3 მათგანის გავარდნა იყო საჭირო. ფედორ ჰოლცმა, რომელსაც არაჩვეულებრივი სეზონი აქვს, კიდევ ერთხელ აიღო საკუთარ თავზე მძიმე სამუშაოს შესრულება და თამაშიდან მიკიტა ბადიაკოვსკი და იგორ კურგანოვი გამოთიშა. უნდა ითქვას, რომ ორივე შემთხვევაში, პრეფლოპ ანდერდოგი ჰოლცი იყო, მაგრამ მისი ბოლო დროის იღბალს თუ გავითვალისწინებთ, ბორდზე დადებულ კარტს გამარჯვებულის გამოვლენა სრულებით არ გაძნელებია. 

ამის შემდეგ, ფედორ ჰოლცმა აიზიკ ჰექსტონის წინააღმდეგ გაილაშქრა, რომელმაც TT-ის წყვილით, ფლოპზე ათიანების სეტი მიიღო, მაგრამ ჰოლცის 53 ფლეშის მისაღებად და გერმანელის გასამარჯვებლად ისევ საკმარისი აღმოჩნდა. ფულში შესვლის შემდეგ, მალევე, მაგიდიდან სალმან ბებაჰანი გავარდა. ჰოცლმა და უცნობმა შვედმა მოთამაშემ, bench789-მ საპრიზო ფონდის გაყოფა გადაწყვიტეს, რომლის მიხედვითაც ორივეს $1 მილიონ დოლარზე მეტი თანხა შეხვდათ, ხოლო სათამაშოდ $56.000 დოლარი დაიტოვეს. პირველი და მეორე ადგილისთვის დაწესებული საპრიზო ფულთან შედარებით, მსგავსი თანხა, რა თქმა უნდა, ზედმეტად არასერიოზული ჩანდა, რამაც თამაშის სწრაფი ტემპი გამოიწვია. საბოლოოდ, გამარჯვება შვედმა მოთამაშემ მოიპოვა, თუმცა, ფედორ ჰოლცი კვლავაც მილიონ დოლარზე მეტის პლუსში დარჩა. 

შეგახსენებთ, რომ ფედორ ჰოლცის უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში მოგებული თანხა $14 მილიონ დოლარს აჭარბებს. გერმანელმა მოთამაშემ თითქმის ყველა ძვირადღირებული ტურნირის მოგება, ან მეორე ადგილის აღება შეძლო, რაც წარმოუდგენელი შედეგია ნებისმიერი პროფესიონალი მოთამაშისთვის. ცოტა ხნის წინ, ჰოლცმა გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც ის პროფესიონალურ პოკერს ტოვებდა, მაგრამ აშკარაა, რომ გერმანელი კვლავ ბიზნესშია და ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მოთამაშედ ითვლება. 

 

რუმები

ქართული უცხოური