ჯეისონ მერსიერი და ჯეისონ სომერვილი WCOOP-ის ინტერნეტში ტრანსლირებისთვის ერთიანდებიან

13 მილიონი ნახვითა და 200.000 ფოლოუერით, ჯეისონ სომერვილი, 'ტვიჩის' სივრცეში ყველაზე ცნობილი და პოპულარული არხის მფლობელია. მის თამაშს, თითოეულ სესიაზე, რამდენიმეათასი მაყურებელი ადევნებს თვალს, მაგრამ ეს რიცხვები წარმოუდგენლად დიდ მასშტაბს იძენენ, როდესაც სომერვილი რომელიმე დიდი ტურნირის ფინალურ მაგიდაზე მოხვდება. რა თქმა უნდა, ასიათასობით დოლარისთვის ბრძოლის ყურება პოკერის ნებისმიერ მოყვარულს ხიბლავს. 

WCOOP-ის სერიის ფარგლებში, სომერვილი, ტრადიციულ ლაივ სტრიმს აწყობს. ამჯერად, მასთან ერთად ჯეისონ მერსიერის ნახვა იქნება შესაძლებელი, რომელიც დღეს $102.000 დოლარიან სუპერ ჰაი როლერ ტურნირს თამაშობს... დიახ, მისი კარტების ნახვა სრულიად თავისუფლადაა შესაძლებელი. როგორც ლი ჯოუნსი, PokerStars-ის ქარდრუმის მენეჯერი ამბობს, სომერვილსა და მერსიერს ერთობლივი ლაივ სტრიმის გაკეთების იდეა მას შემდეგ მოუვიდათ, რაც აღმოაჩინეს, რომ WCOOP-ის მსვლელობის დროს ორივე ტორონტოდან ითამაშებდა. 

$102.000 დოლარიანი სუპერ ჰაი როლერ ივენთი, პოკერის ისტორიის განმავლობაში, ყველაზე ძვირადღირებული ონლაინ ტურნირი იქნება. ტურნირის საფასური და მერსიერის გახსნილი კარტები, მონიტორებთან უამრავ გულშემატკივარსა და პოკერის მოყვარულს მოიზიდავს. როგორც წესი, ასეთი დონისა და ასეთი საფასურის მქონე ტურნირზე, პროფესიონალი მოთამაშის ნახვა, რომელიც ღია კარტებით თამაშობს, პრაქტიკულად შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსლირება 15 წუთის დაგვიანებით ხდება, მოთამაშის სტილზე და იმ მომენტისთვის არსებულ სიტუაციაზე უამრავი რამის გაგებაა შესაძლებელი. მერსიერი და სომერვილი თითქმის ყოველი გასული დარიგების განხილვას აპირებენ, თუმცა, უშუალოდ აქტიური ხელის დროს, სომერვილს ყოველგვარი რჩევის მიცემა ეკრძალება. 

 

რუმები

ქართული უცხოური