2016 წლის Poker Hall of Fame-ის ნომინანტები

9 სექტემბერს, WSOP-ის ადმინისტრაციამ პოკერის დიდების დარბაზის 10 ნომინანტი დაასახელა, რომელშიც WSOP-ის მეინ ივენთის ორი გამარჯვებული, ტურნირების მენეჯერი, რამდენიმე მოთამაშე, რომლებმაც საკუთარ ქვეყნებში პოკერის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი შეიტანეს და დიდების დარბაზის ამჟამინდელი წევრის შვილი - უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში უდიდესი ლაივ ქეშ-გეიმების ყველაზე წარმატებული მოთამაშე შედიან. 

2016 წლის Poker Hall of Fame-ის ნომინანტთა სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება: ელი ელეზრა, ტოდ ბრანსონი, კრის ბიორინი, უმბერტო ბრენე, კრის მანიმეიკერი, ბრუნო ფიტუში, კარლოს მორტენსენი, მაქს პესკატორი, მეტ სავაჟი და დეივ ულიოტი. 

ცერემონია 26 ოქტომბერს, Binion's Gambling Hall-ში გაიმართება და ათკაციანი სიიდან, ორ ფინალისტს, პოკერის დიდების დარბაზის 25 აქტიური წევრი და პოკერის მედიის 20 წარმომადგენელი შეარჩევს. WSOP-ის, პოკერის დიდების დარბაზში მოსახვედრად, რამდენიმე სპეციფიური კრიტერიუმი აქვს შერჩეული: ნომინანტი უნდა აღემატებოდეს 40 წელს, ჰქონდეს ნათამაშები მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ, თამაშობდეს მაღალ ლიმიტებზე, თამაშობდეს წარმატებულად, მოპოვებული უნდა ჰქონდეს პატივისცემა და აღიარება პოკერის სხვა მოთამაშეებისა და ინდურსტრიის წარმომადგენლების მხრიდან, შეტანილი უნდა ჰქონდეს წვლილი პოკერის პოპულარიზაციაში. 

26 ოქტომბერს, WSOP-ის მეინ ივენთის ფინალური მაგიდის მოახლოებასთან დაკავშირებულ გამართულ ვახშამზე, ორი ფინალისტი დასახელდება. ხოლო მთავარი მოვლენა ლას ვეგასში, ე.წ. 'ნოემბრის ცხრიანის' დაწყებამდე, Penn & Teller Theater-ში გაიმართება. 

რუმები

ქართული უცხოური