შონ დიბის მე-9 COOP და მე-2 შვილი

ონლაინ ტურნირების ამომავალმა ვარსკვლავმა, ონლაინ პოკერის ლეგენდამ, შონ დიბმა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის მსოფლიო მნიშვნელობის მოთამაშეა: მან მე-4 WCOOP-ისა და რეკორდული მე-9 COOP-ის ტიტულის მოპოვება შეძლო. მაგრამ რაც მთავარია, ფინალურ მაგიდაზე შესვლისა და ტურნირის მოგებას შორის, შონ დიბის მეუღლემ მეორე შვილი გააჩინა. 

შონ დიბმა WCOOP-ის $1.050 დოლარიანი ივენთის, NL Draw Championship-ის მოგება 95 მოთამაშეს შორის მოახერხა (70 მოთამაშე, 25 რე-ბაი). დიბი ფინალურ ექვსეულში ჩიპლიდერის სტატუსით მოხვდა, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ იგივე ექვსეულში ბერტრან Elky გროსპელიე და დიმიტრი ურბანოვიჩიც შედიოდნენ, ჩიპლიდი მისიას ნამდვილად არ ამარტივებდა. 

ბერტრან გროსპელიემ მაღალ საფეხურებზე ასვლა ვერ შეძლო. ფინალურ ოთხეულში კი დიმიტრი ურბანოვიჩი მოხვდა, დიბთან, thechip55-თან და OLD TIME GIN-თან ერთად. ურბანოვიჩი სწორედ ამ უკანასკნელთან დამარცხდა, როდესაც მისი 55 OTG-ის 66-თან უკან აღმოჩნდა. ურბანოვიჩის, შემდგომ კი thichip55-ის მაგიდიდან გაგდების შემდეგ, OTG-ის მნიშვნელოვანი ჩიპლიდი ჰქონდა მოპოვებული. გადამწყვეტი ჰედს-აპის დასაწყისისთვის, შონ დიბი 4:1 ანდერდოგი იყო, მაგრამ მისმა უნარებმა და დიდ ტურნირებში მიღებულმა გამოცდილებამ თავისი გაიტანა და პირველი ადგილისა და $22.185 დოლარის მფლობელი გახდა. 

რუმები

ქართული უცხოური