პეტ ლაიონსი WPT Legends Of Poker-ის გამარჯვებულია
კალიფორნიელი პეტ ლაიონსისთვის სექტემბერი, აგვისტოს მსგავსად, არაჩვეულებრივად მიმდინარეობს: სან მატეოში დაბადებულმა პროფესიონალმა, რომელიც საკუთარ თავს "ცნობილ პეტ ლაიონსს" უწოდებს, WPT Legends Of Poker-ის მეინ ივენთი მოიგო, $615.346 დოლარით პირველი ადგილისთვის.
აქამდე, ლაიონსის საუკეთესო რეზულტატი, ერთი თვის წინ გამართული, არიზონას შტატის პოკერის ჩემპიონატის მოგება იყო, რომლისთვისაც მან $251.700 დოლარი მიიღო. მისი სატურნირო კარიერა ნახევარ მილიონ დოლარს ითვლიდა, მაგრამ უკანასკნელი მოგებით, მან, ცხოვრებისეული შემოსავლების გაორმაგება მოახერხა.
პეტ ლაიონსმა ფინალური მაგიდა, ჩიპების რაოდენობის თვალსაზრისით, მე-2 პოზიციაზე დაიწყო, მაგრამ რაც უპეშკა დე სილვამ ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავი, რაფაელ ოლივიერა მაგიდიდან გააგდო, ლაიონსმა ჩიპლიდის მოპოვება შეძლო. შემდეგი უილიამ ვო იყო, რომელმაც ფინალური მაგიდა ჩიპლიდერის სტატუსით დაიწყო. ოლივიერას მსგავსად, ისიც დე სილვას ხელს შეეწირა. უპეშკა დე სილვამ ტოდ პეტერსონის გაგდებაც მოახერხა მაგიდიდან, მაგრამ მიუხედავად შავი სამუშაოს შესრულებისა, შემდეგი აუტსაიდერი სწორედ ის აღმოჩნდა.
ფინალური ჰედს-აპი ლაიონსსა და ბენჯამინ ზამანის შორის გაიმართა, რომელმაც მიმდინარე წლის ივლისში WPT Choctaw Championship Event-ზე მეორე ადგილის დაკავება შეძლო. WPT-ის წლის მოთამაშის სტატუსის მოსაპოვებლად, მას უკვე საკმარისი ქულები აქვს დაგროვილი. ფინალური ორთაბრძოლის მე-18 დარიგებაზე, ლაიონსმა, დომინანტი A8-ით ოლინი გააკეთა, რასაც ზამანიმ A2-ით უპასუხა. პირველი ადგილისთვის დაწესებულ თანხასთან ერთად, პეტ ლაიონსმა, WPT Tournament of Champions-ზე დასასწრები უფასო ადგილი, Hublot-ის საათი და Monster 24K-ის ყურსასმენები მიიღო.





