პოკერის მოთამაშე ტედ ფორესტი დააკავეს; მაკაუს კაზინოების შემოსავლები იზრდება

როგორც Las Vegas Review იუწყება, ნევადის შტატის სასამართლომ პოკერის ვეტერანი მოთამაშის, ტედ ფორესტის დაკავების ბრძანება გასცა. WSOP-ის 6 ოქროს სამაჯურის მფლობელი მოთამაშე, ანგარიშსწორებისთვის საჭირო ფინანსური საშუალებების ფლობის გარეშე ჩეკის გაცემის ბრალდებით დააპატიმრეს. მას ბრალად ედება Wynn კაზინოსთვის $215.000 დოლარის ღირებულების ყალბი ჩეკის გამოწერა, 2012-2013 წლებში, კაზინოში წაგებული თანხის ანაზღაურების მიზნით. 

აზიის ლას ვეგასად წოდებულ მაკაუში, სადაც მსოფლიოს უდიდესი ლაივ თამაშები იმართება, უკანასკნელი 26 თვის განმავლობაში პირველი ზრდა დაფიქსირდა. 2014 წლიდან მოყოლებული, მაკაუს შემოსავლები კატასტროფულად ეცემოდა. ვარდნის უმაღლესმა წერტილმა 30%-ს მიაღწია, მაგრამ მიმდინარე წლის თებერვლიდან სიტუაცია შედარებით სტაბილურ ფაზას დაუბრუნდა. გასული თვის მონაცემებით კი, მაკაუს შემოსავლები 1.1%-ით გაიზარდა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, თუ გასული წლების მძიმე მდგომარეობას გავითვალისწინებთ. როგორც სათამაშო ინდუსტრიის ექსპერტები ვარაუდობენ, მაკაუს კრიზისი იმ ფაქტით იყო გამოწვეული, რომ კაზინოების უმეტესობა დამწყები და მოყვარული მოთამაშეების მოზიდვაზე გადაერთო, ნაცვლად იმისა, რომ ჰაი როლერებისთვის და ჰაი სტეიკს გემბლერებისთვის სასურველი პირობები შეექმნა. ფინანსური რყევების მიუხედავად, მაკაუ კვლავ ინარჩუნებს სათამაშო ინდუსტრიის გიგანტების მზარდ ინტერესს: გასული ორი წლის განმავლობაში, მაკაუს რეგიონში $20 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია ჩაიდო. გაჩდნენ ისეთი კაზინოები, როგორებიც MGM, Wynn და Sands არიან. 

 

რუმები

ქართული უცხოური