გას ჰენსენი დიდ თამაშს უბრუნდება

გასულ წელს, ლეგენდარულმა მოთამაშემ, გას ჰენსენმა ჰაი სტეიკს პოკერიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება. ერთი კვირის წინ კი, დანიელი ვეტერანის ნახვა 2-7 ტრიპლ დროუს $150/$300 მაგიდებზე იყო შესაძლებელი. ნიშნავს თუ არა ეს ჰენსენის დიდ თამაშში დაბრუნებას? მოდით, მოკლედ გადავავლოთ თვალი მის ინტერნეტ კარიერას!

FullTiltPoker - ადგილი, სადაც ყველაზე დიდი თამაშები იმართებოდა. სწორედ ამ მიზეზით, მსოფლიოს საუკეთესო პროფესიონალები, და მათი თამაშის ყურების სურვილის გამო - პოკერის მოყვარულები, საიტის რეგულარული სტუმრები იყვნენ. "ისწავლე, ისაუბრე და ითამაშე პროფესიონალებთან ერთად" - FullTiltPoker-ის სლოგანი, რომელიც პოკერ-რუმს განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებდა. თავდაპირველად, $500/$1.000 ლიმიტის მაგიდები სპეციალურად ფილ აივისთვის იყო გამოყოფილი. ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც მასთან ერთად მაგიდასთან დაჯდომას და თამაშს გაბედავდა, მაშინვე პოკერის ვარსკვლავი ხდებოდა. გას ჰენსენი სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო. თუ საიტზე მისი ნიკი გააქტიურდებოდა, ეს იმის მაუწყებელი იყო, რომ პოკერის გულშემატკივრებს დიდი სანახაობა ელოდათ. ჰენსენი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საკუთარი თამაშების პირდაპირი ეთერით ტრანსლირება დაიწყო, twitch-ის შექმნამდე დიდი ხნით ადრე, GusHansen.tv-ზე. 

გას ჰენსენმა FullTiltPoker-ზე $20.737.007 დოლარი წააგო. 2011 წლის მხოლოდ პირველ ოთხ თვეში, მან, $4 მილიონამდე დოლარის მოგება შეძლო, მაგრამ აპსვინგი დიდხანს არ გაგრძელებულა. 

FullTiltPoker-ის დახურვისა და ე.წ. 'შავი პარასკევის' შემდეგ, როცა პოკერის საუკეთესო დღეები დასრულდა, დიდმა თამაშმა ონლაინ სივრციდან კაზინოებში გადაინაცვლა. მოგვიანებით, Amaya Inc-მა FullTiltPoker შეისყიდა, დიდი თამაშები გააუქმა და პროფესიონალთა გუნდი სამ წევრამდე შეამცირა: გას ჰენსენი, ტომ დუანი და ვიქტორ ბლომი - გუნდი, რომელსაც საიტისთვის წარსულის დიდება უნდა დაებრუნებინა. 2014 წელს, საიტის განახლების შემდეგ, ბლომისა და ჰენსენის სურათები პოკერ-რუმის მთავარი გვერდებიდან გაქრა. ტომ დუანი კი, უთანხმოების გამო, ბევრად ადრე 'გაათავისუფლეს სამსახურიდან'. ჰენსენმა PokerStars-ზე გადაინაცვლა, სადაც კიდევ $1 მილიონის წაგება მოახერხა. 

2015 წელს, გას ჰენსენმა, მისთვის დამახასიათებელ ღია და გულახდილ ინტერვიუში, მის მიერ დაშვებულ შეცდომებზე და ჰაი სტეიკს პოკერიდან წასვლაზე ისაუბრა. მთავარ მიზეზებათ, ის, მაგიდების არასწორად შერჩევას, და რაც მთავარია - მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ თამაშს ასახელებდა. მან პირდაპირ თქვა, რომ მისი თამაშის დონე ბევრად ჩამორჩებოდა იმ პროფესიონალებისას, ვის წინააღმდეგაც მან დიდი თანხები წააგო. ჰენსენის თქმით, მისთვის შესაფერისი ლიმიტი $2/$4, ან $5/$10 იყო. 

პოკერის მოყვარულებისთვის და ჰაი სტეიკს რეგულარებისთვის, ჰენსენის თამაშიდან წასვლა, დიდი დანაკლისი იყო. მისი სახელი ყველა ცნობილი პუბლიკაციიდან, სატელევიზიო გადაცემიდან და მასშტაბური ტურნირიდან გაქრა. ერთი კვირის წინ კი, HighStakesDB-ის სერვერმა, PokerStars-ზე, გას ჰენსენის ნიკი 'broksi' აღმოაჩინა, რომელიც ბენ სალსკის, RaulGonzalez-ისა და ტიმოფეი კუზნეცოვის წინააღმდეგ 2-7 ტრიპლ დროუს თამაშობდა. სესიის პირველ დღეს, ჰენსენმა $5.000 დოლარზე მეტის მოგება შეძლო, მეორე დღეს კი $7.000-მდე წააგო. რამდენად ნიშნავდა ორდღიანი სესია პოკერის ლეგენდის დიდ თამაშში დაბრუნებას, რთული სათქმელია. შესაძლოა, ჰენსენმა, მაღალ ლიმიტებზე თამაში მოზღვავებული ნოსტალგიის გამოც გადაწყვიტა. მაგრამ ფაქტია, რომ The Great Dane-ის ონლაინ სივრცეში გამოჩენამ პოკერის უამრავ მოყვარულს გაახსენა ძველი დრო, როდესაც გას ჰენსენი ყველაზე საშიშ და არასასურველ მეტოქეს წარმოადგენდა. 

რუმები

ქართული უცხოური