ფილ გალფონდი პოკერ-რუმის გახსნას გეგმავს

პოკერის პროფესიონალებისგან აზარტული სამაგიდო თამაშების ინტერნეტ სივრცეში მომხმარებლისთვის შეთავაზება უკვე აღარავის უკვირს. ჰოვარდ ლედერერი, ტონი ჯი, ფილ აივი, კრის ფერგიუსონი - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პერსონალიების ვრცელი სიიდან, რომლებიც არამხოლოდ აქტიური თამაშით ირჩენდნენ თავს, არამედ აზარტული თამაშების ინდუსტრიაში სხვადასხვა მასშტაბური პროექტის უკანაც იდგნენ. 

ამჯერად, იგივე გზას, თანამედროვე პოკერის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და ამავდროულად საშიში მოთამაშე, პოტ-ლიმიტ ომაჰას ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, ფილ გალფონდი დაადგა, რომელმაც საკუთარი პოკერ-რუმის გახსნა ინტერნეტის საშუალებით დააანონსა. დეტალური ინფორმაციის ნაკლებობის მიუხედავად, 'ტვიტერსა' და  პოკერის ფორუმებზე მის მიერვე გაკეთებული კომენტარების მიხედვით, ახალი სათამაშო პლატფორმა პოკერის თანამედროვე ოპერატორისთვის შესაბამისი პრეფერენციებით იქნება აღჭურვილი. 

"პოკერის საიტი არ უნდა დარჩეს ხუთი, ან ათი წლის წინ გავრცელებული სტანდარტების ჩარჩოებში, - ამბობს გალფონდი, - მან თანამედროვე პოკერის ინდუსტრიაში დროისა და ეპოქის შესაბამისი ეკოსისტემა უნდა შექმნას. დღევანდელ კონკურენტულ გარემოში, რომელიც სრულიად განსხვავდება ათი წლის წინანდელი პირობებისგან, პოკერ-რუმს განვითარებისა და მუდმივი ადაპტაციის უნარი უნდა ჰქონდეს".

გალფონდის აზრით, მომხმარებლებს ისეთი ოპერატორი სჭირდებათ, რომელიც ერთნაირად იქნება ორიენტირებული, როგორც დამწყებ მოთამაშეებზე, ისე რეგულარებსა და პროფესიონალებზე. ახალი პოკერ-რუმი გალფონდის სატრენინგო საიტის, RunItOnce.com-ის ბაზაზე შეიქმნება. 

 

 

რუმები

ქართული უცხოური