პრატიუშ ბუდიგა €25.000 ევროიან ჰაი როლერ ტურნირს იგებს
23 აგვისტოს, 2016 წლის EPT Barcelona-ს ფარგლებში გამართული ერთდღიანი ჰაი როლერ ტურნირის გამარჯვებული, ინდური წარმოშობის ამერიკელი მოთამაშე, პრატიუშ ბუდიგა გახდა, რომელმაც პირველი ადგილისთვის €690.000 ევრო მიიღო. ტურნირზე, რომლის ბაი-ინიც €25.000 ევროს შეადგენდა,162 მონაწილე დარეგისტრირდა. ბუდიგას სულ რაღაც 15 საათი დასჭირდა ნახევარ მილიონ ევროზე მეტისა და პირველი ადგილის მოსაგებად.
რეალურად, ფინალურ მაგიდაზე დარჩენილმა სამმა მოთამაშემ საპრიზო ფონდი თანაბრად გაინაწილეს, ხოლო ტურნირის გამარჯვებულის ტიტული კარტებსა და იღბალს მიანდეს. სამივე მოთამაშემ, კარტების ნახვის გარეშე, ოლ ინი გააკეთა. J
A
9
9
6
ბორდის შემდეგ, პრატიუშ ბუდიგას 8
5
საუკეთესო ხელი გამოდგა, რაც ანდრეი შატილოვის მაგიდიდან გამოვარდნას და ფინალური ჰედს-აპის დაწყებას მოასწავებდა. თუმცა, ჰედს-აპისთვისაც ბევრი არაფერი იყო დარჩენილი - დევიდ იანი მხოლოდ 460.000 ჩიპს ფლობდა. შემდეგ დარიგებაზეც, რა თქმა უნდა, ბრმა ოლ ინი გაკეთდა და 9-ების ტრიპსის დახმარებით, პრატიუშ ბუდიგა ტურნირის გამარჯვებული გახდა.
უნდა ითქვას, რომ ტურნირის მოგებისა და ტიტულის მოპოვების მიუხედავად, ბუდიგას ანაზღაურება მეორე ადგილზე გასული დევიდ იანისას €14.000 ევროთი ჩამოუვარდებოდა. რა თქმა უნდა, საპრიზო ფონდის ასეთი სახით განაწილება, შეთანხმების მომენტში არსებული ჩიპების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული - ჩიპლიდერი კი, იმ მომენტისთვის, სწორედ დევიდ იანი იყო.
ამ მოგებით, ბუდიგას კარიერული შემოსავალი $5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. მეოთხე ადგილზე ტობიას რეინკემაიერი, ხოლო მეხუთეზე - სტივ ო'დუაიერი გავიდნენ. ტურნირს არც ფედორ ჰოლცი გამორჩენია, მაგრამ მან მინიმალური მოგება - €46.000 ევრო მიიღო, რაც მსგავსი მასშტაბის მოთამაშისთვის განსაკუთრებულ მიღწევას არ წარმოადგენს.





